30 წლის არგენტინელმა თავდამსხმელმა, რომელიც ფრანგულ კლუბში 2012 წელს "ნაპოლიდან" გადაბარგდა, პსჟ-ის მაისურით ჩატარებულ 188 მატჩში 48 გოლი გაიტანა.
ლავეცის კონტრაქტი "პარი სენ-ჟერმენთან" მომავალ ზაფხულამდე აკავშირებს, "ტრანსფერმარკტი" კი მას 14 მლნ ევროდ აფასებს.
ლავეცის შესაძლო ტრანსფერზე უკვე აპრილიდან საუბრობენ.