ადრიანო გალიანი: ვიტსელს მივუბრუნდებით

AutoSharing Option
"მილანის" ვიცე-პრეზიდენტი ადრიანო გალიანი ჟურნალისტებს შეხვდა და განაცხადა, რომ 26 წლის აქსელ ვიტსელის გადაბირება კვლავაც სურს და მიზნის მიღწევას ზამთარში შეეცდება. ამასთან, გალიანიმ მარიო ბალოტელიზე ისაუბრა და "როსონერის" ახალწვეული შეაქო:

"ვიტსელის გადაბირება ძალიან გვინდოდა, მაგრამ რუსებს მისი გაყიდვა არ სურდათ. არა უშავს, ბელგიელი ჩვენს სამიზნეში რჩება და მიზნის მიღწევას ზამთარში შევეცდებით. იმასაც გავამხელ, რომ ზამთრის სატრანსფერო ფანჯრისას, ტრანსფერებისთვის აუცილებლად გამოიყოფა ფული და შესაბამისად, კიდევ ერთხელ შევეხმიანებით "ზენიტის" მესვეურებს. საწყენია, რომ ვიტსელი ვერ გადავიბირეთ, მაგრამ მთლიანობაში, სატრანსფერო კამპანიით კმაყოფილი ვარ.

გვყავს
ფორვარდები, რომლებიც უამრავ გოლს გაიტანენ და მათ შორისაა ბალოტელი. მარიო ძალიან დაჭკვიანდა და ეს უზომოდ მახარებს - ვარჯიშებზე ყველაზე ადრე მოდის და დისციპლინას ზედმიწევნით იცავს. ვფიქრობ, ბალოტელი მიხვდა, რომ ეს მისი ბოლო შანსია და საქმისადმი მიდგომა ძირფესვიანად შეცვალა".

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული