ჩვენთვის საინტერესო - ბავშვთა ფეხბურთის განვითარების იტალიური პროექტი

AutoSharing Option
იტალიის ფეხბურთის ფედერაციის ვიცე-პრეზიდენტმა მიკელე უვამ სპორტულ მედიას ახალი პროექტი წარუდგინა, რომელიც უახლოესი 5 წლის განმავლობაში განხორციელდება. თავად უვას მოვუსმინოთ, რომ უფრო ნათელი გახდეს თუ, რა პროექტზეა საუბარი:

"2016 წლიდან იტალიის ფეხბურთის ფედერაციის პრიორიტეტული მიმართულება ბავშვთა ფეხბურთის განვითარება იქნება. შევიმუშავეთ პროექტი, რომელზეც საწყის ეტაპზე 9 მილიონი ევრო დაიხარჯება და მთელი ქვეყნის მასშტაბით 200 ბავშვთა საწვრთნელი ცენტრი აშენდება.

ეს ცენტრები აშენდება იტალიის ყველა დიდ და საშუალო ქალაქში, სადაც ბავშვები უფასოდ ივარჯიშებენ. ამასთან, წელიწადში ერთხელ, 12-დან 14 წლამდე მოზარდების სინჯები გაიმართება და
მას უამრავი სელექციონერი დაესწრება სერია A-ს, სერია B-ს, ლიგა პროსა და სერია D-ს კლუბებიდან.

ამ პროექტის მიზანია, რომ იტალიაში არც ერთი ნიჭიერი ფეხბურთელი არ დაიკარგოს".

მიკელე უვას ამ 200 საწვრთნელი ცენტრის მშენებლობის და მათი ამოქმედების თარიღებზე დაეკითხნენ და შემდეგი მოისმინეს: "200-ვე ცენტრის მშენებლობა პარალელურად დაიწყება და დაახლოებით ერთ წელიწადში დასრულდება.

2017 წელს, 12-დან 14 წლამდე მოზარდებისთვის პირველი სინჯები გაიმართება და წინასწარი პროგნოზით, მასში დაახლოებით მილიონი დამწყები ფეხბურთელი მიიღებს მონაწილეობას. დარწმუნებული ვარ, რომ ეს ცენტრები ნიჭიერი ფეხბურთელების უწყვეტ წყაროდ იქცევიან იტალიური კლუბების სხვადასხვა ასაკობრივი გუნდებისთვის".

ფინანსები და მათი არამიზნობრივი ხარჯვა ქართული ფეხბურთისთვის მუდმივად აქტუალური თემაა და ამიტომ, ამ საკითხზე მიკელე უვას კომენტარი განსაკუთრებულად საინტერესო უნდა იყოს - მით უმეტეს, იტალიის ფეხბურთის ფედერაციის ვიცე-პრეზიდენტი ჟურნალისტებს უახლოესი 5 წლის გეგმებზე ესაუბრა:

"კიდევ ერთხელ ვიმეორებ, რომ მომდევნო წლიდან ჩვენი პრიორიტეტული მიმართულება ბავშვთა ფეხბურთის განვითარება იქნება. როგორც უკვე აღვნიშნე, საწყის ეტაპზე 9 მილიონი ევრო დაიხარჯება, თუმცა ეს თანხა რომ 200 საწვრთნელი ცენტრის აშენებას არ ეყოფა, ცხადზე უცხადესია.

ამიტომ, დანახარჯი ერთი წლის განმავლობაში მნიშვნდელოვნად გაიზრდება, რათა სამუშაო პროცესი არ შეფერხდეს. ამასთან, იტალიის ფეხბურთის ფედერაცია დაახლოებით 5 მილიონ ევროს გამოჰყოფს რეგიონებში და კერძოდ პატარა ქალაქებში სტადიონებზე ახალი მინდვრის საფარის დასაგებად.

ამასთან, გამოვარჩევთ 100 ბავშვთა საფეხბურთო აკადემიას მთელი ქვეყნის მასშტაბით და უახლოესი 5 წლის განმავლობაში, უწყვეტად მოვამარაგებთ საფეხბურთო ინვენტარით. ვფიქრობ, ეს პროცესები იტალიური ფეხბურთის მნიშვნერლოვან პროგრესს გამოიწვევს".

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 7 /
ეხლა შემოგთავაზებთ,საფრანგეთის ბავშვთა საფეხბურთო სტრუქტურის ძირითად პრინციპებს,რადგან მისი სრულიად ახსნა და განვრცობა ძალიან შორს წაგვიყვანს რადგან მაშინ უნდა განვიხილოთ საერთოდ საფრანგეთის განათლების სისტემა და კანონმდებლობა რადგან ყველაფერი საბოლოოჯამში ერთმანეთზეა გადაჯაჭვული და მიბმული .ამ ყველაფერს კი სახელად "kod sporta"-ანუ სპორტული კოდი ჰქვია.რასაკვირველია საქართველო საფრანგეთი არაა მაგრამ გარკვეული რამ რაც ჩვენ ფეხბურთს წაადგება და რისი გაკეთებაც ჩვენს ქვეყანას შეუძლია აუცილებლად უნდა გადმოვიღოთ.მაშ ასე ; საფრანგეთის ყოველი კლუბი სამოყვარულო თუ პროფესიონალური ვალდებულები არიან იყოლიონ საფეხბურთო სკოლა,ამ სკოლებს გარკვეული სახით აფინანსებს და ეხმარება სახელმწიფო-მაგალითად საფეხბურთო ინსტალაციების მოვლა,სპორტული ინვენტარი,ტექნიკური მომსახურეობა გარკვეული დოზით და ამას ყველაფერს უკეთებ ნებისმიერ კლუბს PSG დან დაწყებული დეპარტამენტის პირველობის გუნდით დამთავრებული ყველას.ეხლა გაგეცინებათ და იტყვით PSG-ს რა უნდა დაეხმაროსო მაგრამ კანონით ესეა და თუ პსჟ-სატვის ეს დახმარება სასაცილოა რეგიონალური კლუბებისათვის და ვსაერთოდ სამოყვარულო ფეხბურთისათვის ამას სასიცოცხლო მნიშვნელობა მაგრამ აქ განსხვავება ისაა ,რომ პსჟ როგორც პროფესიონალური კლუბი შემოსავლებიდან ფისკალურ გადასახადებს იხდის ,ხოლო სამოყვარულო კლუბები ამ გადასახადებს არ იხდიან ვინაიდან ფინანსური შემოსავლები არა აქვთ რაც კანონით იკრძალება კიდეც. ეხლა როგორაა მოწყუბილი საფეხბურთო სკოლა და რა განსხვავებაა პროფესიული და სამოყვარულო გუნდების საფეხბურთო სკოლებს შორის. ძირითადი პრინციპები იგივეა.მაგ მუშაობა მიდის სამი პრინციპით 1-ინიციაციის 5,6,7,8,9წლიანები 2-პრეფორმაციის ანუ ფორმირებამდელი 10-11,12-13-წლიანები. აქ ორივეში გოგონები და ბიჭუნები ერთად არიან და სწორედ ამას ეწოდება საფეხბურთო სკოლა.ძირითადი განსხვავება იწყება მე3 -ე პრინციპიდან და მას ფორმაციის პრინციპი ეწოდება და იგი 14-წლის ასაკიდან იწყება და 19-20წლის ასაკში მთავრდება.პროფესიული კლუბები სწორედ ამ ასაკიდან იწყებენ რეალურად მუშაობას.და სწორედ ამ ასაკიდან იწყება მოზარდი ფეხბურთელების მათთვის შესაფერის კლუბებში გადაადგილება.ეხლა რაც შეეხება მწვრთნელთა და დამრიგებელთა მომზადებას.არსებობს ყოველ ასაკობრივ ჯგუფებთან მუშაუბისათვის საჭირო დიპლომები და ლიცენზიები რაც სავალდებულოა ამ დიპლომებსა და ლიცენზიებს გასცემენ რეგიონალური საფეხბურთო ლიგები წელიწადში გათვლილი რამდენიმედღიანი ან რამდენიმე კვირიანი სტაჟების შემდეგ ნებისმიერ მსურველზე რომლებიც მოთხოვნებს დააკმაყოფილებს ამ სტაჟებისა და მომზადების ხარჯებს კი კლუბები ანაზღაურებენ.აღსანიშნავია ის რომ სამოყვარულო და პროფესიული ლიგების საფეხბურთო სკოლებშიც მწვრთნელ დამრიგებლებიც სამოყვარულო პრინციპით მუშაობენ და ხელფასს მხოლოდ პროფესიული ლიგის საფეხბურთო სკოლის მე 3-ფორმაციის პრინციპის ასაკში ანუ 14-წლის ასაკიდან გუნდების მწვრთნელ დამრიგებლები იღებენ და მათ ამისი შესაფერისი დიპლომებიცა აქვთ და კლუბებთან კონტრაქტები აქვთ დადებული.აი ეს შეძლებისდაგვარად მოკლედ მაგრამ კიდევ იმდენი რამეა განსახილველი რომ ამას ვერანაირად ვერ მოვახერხებ.ეხლა აქედან გამომდინარე რა შეიძლება მოერგოს ჩვენს პირობებს? წინასწარ ვიცი პირველად რასაც იტყვით ,საფეხბურთო სკოლაში უხელფასოდ ,მოხალისეთ ვინ იმუშავებს ,როცა ამდენი კერძო საფეხბურთო სკოლებია და მწვრთნელები ხელფასებს იღებენ ოჯახებს ამით არჩენენ მაგრამ ფეხბურთი მაინც ვერ ვითარდება ბავშვები ვერ იზრდებიანო ,ჰოდა ბატონო მეც ზუსტად მანდა ვარ, ბავშვები იმიტომ ვერ იზრდებიან ,რომ მწვრთნელები ხელებში შესჩერებიან მშობლებს და იმისათვის რომ თავი გამოიჩინონ შედეგი უნდა აჩვენონ ეს შედეგი კი თამაშების მოგებაა ჰოდა ვის სცალია ბავშვის სწორ ჩამოყალიბისათვის და აღრზდისათვის ჰოდა მიდის ბატონო ეტაპებზე გადახტომა ,ამას დაამატეთ ჩვენი ბიძაშვილ მამიდაშვილობა ,კიდევ კარგი ფეხბურთის ნიჭი ბუნებრივადა გვაქვს თორემ რაცა გვაქვს ისიც არ გვექნებოდა..პრობლემა მრავალგვარია და მას კომპლექსურად უნდა მიეხედოს ვინაიდან საფეხბურთო სკოლები უფასოც რომ გახდეს ეს პრობლემას მაინც ვერ მოაგვარებს რადგან ეხლა უკვე პრობლემა იქნება მოზარდის რომელიმე კლუბში მოხვედრა ანუ აქაც ახალი მაქინაციის კერის შექმნა და პრობლემის საფეხბურთო სკოლებიდან საფეხბურთო კლუბებზე გადატანა ჰოდა ბატონო ზუსტად ეხლა მივადექით ყველაზე პრინციპულ საკითხს ანუ პროფესიულ და სამოყვარულო ფეხბურთს-რა ფეხბურთი გვაქვს დღეს ჩვენ პროფესიული თუ სამოყვარულო?ვინმემ თუ იცით მითხარით და თან დამისაბუთეთ რატომ.მე პირადად არ ვიცი .პროფესიული თუა პროფესიული ფეხბურთის მოთხოვნებს ნამდვილად ვერ აკმაყოფილებს, სამოყვარულო თუა გაუგებარია ფეხბურთელები ხელფასს რატომ იღებენ.თუ ორივე ერთადაა ესეც ხომ უნდა ითქვას და ამის მიხედვით ვიმოქმედოთ და ამის მიხედვით მოვითხოვოთ შედეგები.ეხლა სამწუხაროდ დრო არა მაქვს და მეტს ვეღარ გავაგრძელებ.მითუმეტეს იმდენი რამეა სათქმელი რომ ამას მაინც ვერ მოვახერხებ ერთ ჯერზე .აბა მშვიდობით და კეთილი სურვილებით .აქვე მინდა დავამატო ლევან კობიაშვილს ვიცნობ როგორც წესიერ პიროვნებას და იმედს ვიტოვებ საქმეს სწორად გაუძღვება მაგრამ ამაში ქვეყნის ხელისუფლება რაშიც ეჭვი მეპარება-ისე არიან გახარბებულები -გვერდში თუ არ დაუდგება და განსაკუთრებით ჩვენ ხალხი ჩვენი მოქცევით გვერდში თუ არ დავუდგებით საქმიდან არაფერი არ გამოუვა.
vep1963
15:42 02-11-2015
0
ყველაზე მტავარი რაცაა ბავშვთა საფეხბურთო სკოლები რაც შეიძლება ბევრი უნდა გაკეთდეს უცხოელი სპეციალისტებსი მოწვევით, განსაკუთრებით რეგიოპნებში, უნდა იყოს უფასო აუცილებლად, თუ ეს არ განხორციელდა არანაირი მნიშვნელობა არა აქვს რას გააკეთებს სხვას კობიაშვილი, რატომღაც მგონია რომ უფასიო საფეხბურთო სკოლების გაკეთება საფეხბუღო წრეებში ვიღაცეებს არ აწყობთ...
0

სიახლეები პოპულარული