ჩვენთვის საინტერესო - ბავშვთა ფეხბურთის განვითარების იტალიური პროექტი

AutoSharing Option
იტალიის ფეხბურთის ფედერაციის ვიცე-პრეზიდენტმა მიკელე უვამ სპორტულ მედიას ახალი პროექტი წარუდგინა, რომელიც უახლოესი 5 წლის განმავლობაში განხორციელდება. თავად უვას მოვუსმინოთ, რომ უფრო ნათელი გახდეს თუ, რა პროექტზეა საუბარი:

"2016 წლიდან იტალიის ფეხბურთის ფედერაციის პრიორიტეტული მიმართულება ბავშვთა ფეხბურთის განვითარება იქნება. შევიმუშავეთ პროექტი, რომელზეც საწყის ეტაპზე 9 მილიონი ევრო დაიხარჯება და მთელი ქვეყნის მასშტაბით 200 ბავშვთა საწვრთნელი ცენტრი აშენდება.

ეს ცენტრები აშენდება იტალიის ყველა დიდ და საშუალო ქალაქში, სადაც ბავშვები უფასოდ ივარჯიშებენ. ამასთან, წელიწადში ერთხელ, 12-დან 14 წლამდე მოზარდების სინჯები გაიმართება და
მას უამრავი სელექციონერი დაესწრება სერია A-ს, სერია B-ს, ლიგა პროსა და სერია D-ს კლუბებიდან.

ამ პროექტის მიზანია, რომ იტალიაში არც ერთი ნიჭიერი ფეხბურთელი არ დაიკარგოს".

მიკელე უვას ამ 200 საწვრთნელი ცენტრის მშენებლობის და მათი ამოქმედების თარიღებზე დაეკითხნენ და შემდეგი მოისმინეს: "200-ვე ცენტრის მშენებლობა პარალელურად დაიწყება და დაახლოებით ერთ წელიწადში დასრულდება.

2017 წელს, 12-დან 14 წლამდე მოზარდებისთვის პირველი სინჯები გაიმართება და წინასწარი პროგნოზით, მასში დაახლოებით მილიონი დამწყები ფეხბურთელი მიიღებს მონაწილეობას. დარწმუნებული ვარ, რომ ეს ცენტრები ნიჭიერი ფეხბურთელების უწყვეტ წყაროდ იქცევიან იტალიური კლუბების სხვადასხვა ასაკობრივი გუნდებისთვის".

ფინანსები და მათი არამიზნობრივი ხარჯვა ქართული ფეხბურთისთვის მუდმივად აქტუალური თემაა და ამიტომ, ამ საკითხზე მიკელე უვას კომენტარი განსაკუთრებულად საინტერესო უნდა იყოს - მით უმეტეს, იტალიის ფეხბურთის ფედერაციის ვიცე-პრეზიდენტი ჟურნალისტებს უახლოესი 5 წლის გეგმებზე ესაუბრა:

"კიდევ ერთხელ ვიმეორებ, რომ მომდევნო წლიდან ჩვენი პრიორიტეტული მიმართულება ბავშვთა ფეხბურთის განვითარება იქნება. როგორც უკვე აღვნიშნე, საწყის ეტაპზე 9 მილიონი ევრო დაიხარჯება, თუმცა ეს თანხა რომ 200 საწვრთნელი ცენტრის აშენებას არ ეყოფა, ცხადზე უცხადესია.

ამიტომ, დანახარჯი ერთი წლის განმავლობაში მნიშვნდელოვნად გაიზრდება, რათა სამუშაო პროცესი არ შეფერხდეს. ამასთან, იტალიის ფეხბურთის ფედერაცია დაახლოებით 5 მილიონ ევროს გამოჰყოფს რეგიონებში და კერძოდ პატარა ქალაქებში სტადიონებზე ახალი მინდვრის საფარის დასაგებად.

ამასთან, გამოვარჩევთ 100 ბავშვთა საფეხბურთო აკადემიას მთელი ქვეყნის მასშტაბით და უახლოესი 5 წლის განმავლობაში, უწყვეტად მოვამარაგებთ საფეხბურთო ინვენტარით. ვფიქრობ, ეს პროცესები იტალიური ფეხბურთის მნიშვნერლოვან პროგრესს გამოიწვევს".

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 7 /
ბავშვთა ფეხბურთი გახადეთ უფასო.რესპუბლიკური პარტიის წევრებს დიდი ხელფასებით,რომ უზრუნველყოფ ამ ფუქსავატებისა და ქართველთმოძულეების მაგივრად ის თანხა ბავშვთა ფეხბურთში ჩადეთ.
nikolozi
18:50 01-11-2015
0
უფასო უნდა გახდეს მეკარეობაზე ოცნებობს ჩემი შვილიშვილი,ვერსად მიმიყვანია უსახსრობის გამო არადა კარგი მონაცემები აქვს
nino
07:08 02-11-2015
0

სიახლეები პოპულარული