ამ თემაზე "ნაპოლის" პრეზიდენტმა აურელიო დე ლაურენტისმა შემდეგი კომენტარი გააკეთა:
"ბრაზილიასთან შეხვედრაში გონსალომ მუხლი დაიზიანა და ჩვენ ვიცოდით, რომ ნეაპოლში უნდა დაბრუნებულიყო. როგორც შევიტყვე, არგენტინის ნაკრების სამედიცინო შტაბი იმედს არ კარგავს, რომ იგუაინი მომჯობინდება და 17 ნოემბერს, კოლუმბიასთან დაგეგმილ შეხვედრაში მიიღებს მონაწილეობას.
მესმის, რომ არგენტინელებს ლიონელ მესი არ ჰყავთ, მაგრამ ეს იმას არ ნიშნავს, რომ ტრავმირებული
სერია A-ს მიმდინარე გათამაშებაში 27 წლის გონსალო იგუაინმა 12 მატჩი გამართა, 9 გოლი გაიტანა და 3 საგოლე გადაცემა მიითვალა აქტივში. აქვე ვთქვათ, რომ სანაკრებო შეკრებაზე "ნაპოლის" ბელგიელი ლეგიონერი დრის მერტენსი დაშავდა.
ბოლო ინფორმაციით, 28 წლის შემტევი ერთ თვეს იუქმებს და დეკემბრის შუა რიცხვებში დაუბრუნდება მოედანს.
როგორც თავად ფეხბურთელმა განაცხადა, მისი მიზანია, რომ 13 დეკემბერს დაგეგმილ მატჩში მიიღოს მონაწილეობა, რომელშიც სერია A-ს ორი ფავორიტი დაუპირისპირდება ერთმანეთს - სწორედ ამ დღეს, "სტადიო სან პაოლოზე" "ნაპოლი" "რომას" უმასპინძლებს.
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"