მილანის "ინტერი" ანტონიო კანდრევას უმიზნებს

AutoSharing Option
ბოლო დღეებში აქტიურად ვრცელდება ცნობები "ინტერის" და "ლაციოს" მესვეურებს შორის მიმდინარე მოლაპარაკებებთან დაკავშირებით, რომლის წარმატებით დასრულების შემთხვევაში, მილანელები რომაელებს 20 მილიონ ევროს გადაუხდიან და თავისთან 28 წლის ანტონიო კანდრევას წაიყვანენ.

არის მეორე ვარიანტი, რომლის მიხედვითაც, "ლაციო" 10 მილიონ ევროს და ანდრეა რანოკიას მიიღებს, რომელიც "ინტერის" ძირითად შემადგენლობაში ვერ ხვდება  და არც თვითონაა წინააღმდეგი, გუნდი შეიცვალოს.

ამ თემაზე მოკლე კომენტარი გააკეთა ანტონიო კანდრევამ:

"სანაკრებო შეკრებაზე შევიტყვე, რომ მილანელებს ჩემი გადაბირება სურთ. თუ ეს მართლაც ასეა, ძალიან სასიამოვნოა, რადგან "ინტერი" დიდი გუნდია,
თუმცა "ლაციოში" თავს შესანიშნავად ვგრძნობ და წასვლის სურვილი არასდროს მქონია".
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული