იანვარში ჯუზეპე როსიმ შესაძლოა, კლუბი გამოიცვალოს. ტრავმამოშუშებულ ფორვარდს იშვიათად უწევს "ფიორენტინაში" თამაში, ამიტომ ის შეიძლება გენუის "სამპდორიაში" იჯარით გადაბარგდეს.
"სამპდორიას" პრეზიდენტმა მასიმო ფერერომ უკვე გამოთქვა მზადყოფნა, როსი იჯარით გადაიყვანოს, თუ "ფიორენტინა" მის ხელფასს გადაიხდის.
(იბეჭდება მცირე ცვლილებით) ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"