პაულო დიბალა: ლიონელ მესის ვერ შევედრები

AutoSharing Option
მიმდინარე სეზონში ბრწყინვალედ ასპარეზობს პაულო დიბალა და დროთა განმავლობაში "იუვენტუსის" ლიდერად ყალიბდება.

22 წლის ფეხბურთელისთვის ეს მართლაც დიდი მიღწევაა, თუმცა მისგან გაცილებით მეტს ელიან და თვით ლიონელ მესის ადარებენ. ბოლო დროს სულ უფრო ხშირად ისმის, რომ დიბალას შეუძლია მესის დონეზე ითამაშოს და არგენტინის ნაკრებშიც ჩაანაცვლოს "ოქროს ბურთის" 5-გზის მფლობელი. ამ თემაზე დიბალამ საინტერესო კომენტარი გააკეთა:

"ჯერ კიდევ არ ვიცნობ მესის, რადგან როდესაც არგენტინის ნაკრებში გამომიძახეს, მას ტრავმა ჰქონდა. ერთი სული მაქვს, როდის ვითამაშებ მასთან ერთად და მჯერა, რომ ეს დღე
მალე დადგება. ბედნიერი ვარ, რომ ლიონელს მადარებენ, მაგრამ მასსავით თამაში რჩეულთა ხვედრია.

ხუთჯერ გახდა მსოფლიოს საუკეთესო ფეხბურთელი და ის, რასაც მოედანზე აკეთებს, მართლაც წარმოუდგენელია. სიმართლე გითხრათ, ბედნიერი ვიქნები, თუ სულ ცოტათი მაინც დავემსგავსები მესის".

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული