იტალიის თასი. 1/2-ფინალი. I მატჩი: ცალი ფეხით ფინალში

AutoSharing Option
დიდი იტალიური დერბი ყოველთვის განსაკუთრებულად საინტერესოა და მით უმეტეს მაშინ, როდესაც გუნდები ფინალში გასასვლელად იბრძვიან. იტალიის თასის პირველ ნახევარფინალურ მატჩში "იუვენტუსმა" "ინტერს" უმასპინძლა და დიდი ანგარიშით სძლია მეტოქეს - 3:0.

ტურინულმა გრანდმა დიდი უპირატესობა მოიპოვა და თუ "ჯუზეპე მეაცაზე" სასწაული არ მოხდა, ფინალის საგზურს მოიპოვებს. მოკლედ, ისეთი პირი უჩანს, რომ იტალიის თასის ფინალში ერთმანეთს "იუვენტუსი" და "მილანი" დაუპირისპირდებიან...

რაც შეეხება განვლილ პაექრობას, მასპინძლებს ჰქონდათ უპირატესობა, მაგრამ არა ისეთი, რომ გამანადგურებელი ანგარიშით მოეგოთ. საკამათო ეპიზოდში "იუვეს" მსაჯიც წაეხმარა, როდესაც თერთმეტმეტრიანი
დანიშნა და ფორტუნაც მასპინძელთა მხარეს იყო.

ანგარიში 36-ე წუთზე ალვარო მორატამ გახსნა, რომელმაც პენალტი აქცია გოლად, 63-ე წუთზე კი აუღებელი დარტყმით დუბლი მიითვალა აქტივში. მესამე გოლი პაულო დიბალას ანგარიშზეა, რომელიც თადარიგში იყო და მხოლოდ 77-ე წუთზე ჩაერთო თამაშში. ასეა თუ ისე, "იუვემ" გადაურბინა მეტოქეს და სოლიდური უპირატესობა მოიპოვა განმეორებითი მატჩის წინ.

მასიმილიანო ალეგრი ("იუვენტუსის" მწვრთნელი): "ორგანიზებულად ვითამაშეთ და ძლიერ მეტოქეს შანსი არ დავუტოვეთ. დაცვის თამაშით ბოლომდე კმაყოფილი ვარ, შეტევით ფაზაში კი უკეთაც შეგვეძლო თამაში. ალვარო მორატა პროგრესირებს და ეს გოლებიც ამის ნათელი მაგალითია. თასის ფინალში ჯერ არ გავსულვართ და განმეორებით შეხვედრას სრული სერიოზულობით უნდა მოვეკიდოთ".

რობერტო მანჩინი ("ინტერის" მწვრთნელი): "მეტოქე ფლობდა უპირატესობას და მოგება დაიმსახურა, მაგრამ 3:0 მეტისმეტია. აშკარაა, რომ ყველაფერთან ერთად, ტურინელებს ფორტუნამაც გაუღიმა. მეტოქემ დიდი უპირატესობა მოიპოვა, რომლის ამოქაჩვაც ურთულესი იქნება, მაგრამ ვეცდებით, რომ რამე მოვიფიქროთ".
იხილეთ ვიდეო
Sportall.Ge

იუვენტუსი-ინტერი 3:0
გოლები: 1:0 მორატა (36-პენ.), 2:0 მორატა (63), 3:0 დიბალა (83)
იუვენტუსი (3-5-2): ნეტო - კასერესი, ბონუჩი, კიელინი - კუადრადო, პოგბა, მარკიზიო, ასამოა, ევრა - მორატა, მანჯუკიჩი
ინტერი (4-3-3): ჰანდანოვიჩი - დამბროზიო, მირანდა, მურილიო, ნაგატომო - მედელი, მელო, კონდოგბია - ბიაბიანი, ლიაიჩი, იოვეტიჩი

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 7 /
forza juve-ს - თითქოს არ შეიძლება ან თვალმა ან პროფესიონალიზმმა უღალატოს ადამიანს ... :) აი არ გვინდა ხოლმე მწვავედ წერა და იუმორში ვატარებთ, თორემ აშკარად მიკერძოებულები რომ არიან ნაწილი ჟუ5რნალისტების ფაქტია, მაინცადამაინც მართლა სერიოზულად უნდა დავუწეროთ რასაც იმსახურებს ჟურნალისტი ასეთ დროს? ,,...მაგრამ როცა საკამათო ეპიზოდში მსაჯი იღებს პენალტის დანიშვნის გადაგადაწყვეტილებას მაინც ყოველთვის ესე ითვლებოდა სადღაც წაეხმარა გუნდს ..." - და რა იყო მანდ საკამათო? აბა ბევრის საყვარელი რეალის და მანჩესტერის კართან ყოფილიყო და ერთი არ დაენიშნა მსაჯს - რა ეწერებოდა სტატიებში ადვილი მისახვედრია. ან ამ პენალტის წინ ინტერის მცველმა საჯარიმოში ხელით რომ მოიგერია ბურთი, შეუშვირა ხელი ბურთს კვადრადოს დარტყმული ჯარიმიდან ის არ დაენიშნათ რომელიმე ზემოაღნიშნული გუნდის კარში რა სტატიები დაიწერებოდა. არ გიყვართ იუვე და ნუ გიყვართ, არც გაძალებთ არავინ, მაგრამ იყავით ობიექტურები.
gizo
13:52 02-02-2016
0
რა მსაჯი წაეხმარა რეებს წერთ თამაშს არ გიყურებიათ?ასკარად უკნიდან უბიძგა 100 პროცენტიანი პენალტი იყო ლამის 2 მეტრზე გადააგდო კუადრადო თანაც მანამდე ხელზე რომ მოხვდა საჯარიმოსი ინტერის მცველს ბურთი და ნაღდი პენალტი არ დადო მსაჯმა ის ვერ დაინახა ამ სტატიის ავტორმა?რა გართულებები გაქვთიუვეზე როდის ეხმარება მსაჯი კაი რა მართლა სირცხვილია
lasha
23:29 31-01-2016
0

სიახლეები პოპულარული