ახალ გუნდს ელ შაარავი კარგად მოერგო და ჯერ "ფროზინონეს" გაუტანა შესანიშნავი გოლი, ბოლო ტურში კი
"მწვრთნელმა სამი ქულის მოპოვება გვთხოვა და ბედნიერი ვარ, რომ მიზანს მივაღწიეთ. ვითამაშეთ მთელი გულით, დიდი ენთუზიაზმით და ვიმსახურებდით კიდეც გამარჯვებას. "რომას" ისედაც ძლიერი შემადგენლობა ჰყავდა, მე კი აქ იმისთვის მოვედი, რომ გუნდს ჩემპიონთა ლიგის საგზურის მოპოვებაში დავეხმარო. ბოლო პერიოდში ბევრი სირთულე გადავიტანე, მაგრამ დღეს თავს შესანიშნავად ვგრძნობ და მომავალს ოპტიმიზმით ვუყურებ. გოლი ჩემს ძმას და ოჯახის წევრებს ეძღვნებათ, რომლებმაც არ დაიზარეს და ტრიბუნიდან მიქომაგეს".
ელ შაარავიმ ხაზგასმით ისაუბრა ფრანჩესკო ტოტიზე:
"ტრიგორიას ბაზაზე ხშირად ხუმრობენ, რომ ამიერიდან გუნდში იმპერატორთან ერთად, ფარაონიც ითამაშებს. ფრანჩესკო ტოტი თანამედროვეობის უდიდესი ფეხბურთელია და მასთან ერთად თამაში ჩემთვის უდიდესი პატივია. პირველი სწორედ ის დამიდგა გვერდში და საჭირო რჩევებიც მომცა. ტოტისთან ერთად ვარჯიში ფასდაუდებელი გამოცდილებაა".
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"