რეკორდის გასაუმჯობესებლად
წინა ტურში "იუვენტუსმა" მიჯრით მე-13 მატჩი მოიგო, ანტონიო კონტეს "იუვენტუსის" რეკორდი დაამხო და მის გაუმჯობესებას შეეცდება. "ვეკია სენიორა "ფროზინონეს" ესტუმრება და ბუნებრივია, რომ უდაო ფავორიტად ითვლება.ტურინელებს საკადრო პრობლემები მოეძალათ - მარიო მანჯუკიჩი ტრავმირებულია და სავარაუდოდ, თამაშამდე მომჯობინებას ვერ მოასწრებს. სიმონე ძაძას დისკვალიფიკაცია აქვს და გამოდის, რომ
ალეგრიმ შეგირდებს მობილიზებისკენ მოუწოდა და კიდევ ერთხელ აღნიშნა, რომ სერია A-ში სუსტი გუნდები არ თამაშობენ. მწვრთნელმა "ჯენოასთან" თამაშში დაშვებულ შეცდომებზე გაამახვილა ყურადღება და მათი გამოსწორების აუცილებლობაზე ისაუბრა.
მორიგი გამარჯვების მოლოდინში
"კარპი" მებრძოლი გუნდია და კარგა ხანი არ აგებდა, წინა ტურში კი "ფიორენტინასთან" ქულა უნდა აეღო, მაგრამ მსაჯის მიერ კომპენსირებულ დროში საბედისწერო გოლი გაუშვა. მოკლედ, "კარპი" იოლად არაფერს თმობს, მაგრამ ამჯერად ნეაპოლში ჩადის, იქ კი სკუდეტოზე დაგეშილ "ნაპოლისთან" მოუწევს ჭიდილი. მასიმილიანო ალეგრის მსგავსად, მაურიციო სარიმ ფეხბურთელებს სიფხიზლისკენ მოუწოდა და სწორედ "კარპის" ბრძოლისუნარიანობაზე გაამახვილა ყურადღება."ნაპოლი" ისევ 4-3-3 ტაქტიკით გაირჯება, შეტევის წინა ხაზზე კი ხოსე კალეხონს, ლორენცო ინსინიეს და გონსალო იგუაინს ვიხილავთ. სამაგიეროდ, შუა და უკანა ხაზში იგეგმება შემადგენლობის გადახალისება - თუ "გაძეტა დელო სპორტს" ვენდობით, ძირითადში კრისტიან მაჯოს, ივან სტრინიჩს და დავიდ ლოპესს ვიხილავთ. არაა გამორიცხული, სარიმ მირკო ვალდიფიორისაც მისცეს თავის გამოჩენის შესაძლებლობა. "ნაპოლი" ფავორიტია, დანარჩენი კი მოედანზე გამოჩნდება.
მონტელა "რომას" წინააღმდეგ
"მილანი" მოღონიერდა, მიჯრით მოიგო მატჩები და ჩემპიონთა ლიგის საგზურს დაუმიზნა. იქამდე ჯერ შორია, მაგრამ ლომბარდიელთა ბანაკში ოპტიმიზმის და ამბიციების ნაკლებობას არ უჩივიან. "როსონერი" "უდინეზეს" მიიღებს და მორიგი სამი ქულის მოპოვებას შეეცდება. სინიშა მიხაილოვიჩი შეტევაში ისევ მბაიე ნიანგს და კარლოს ბაკას გაამწესებს, ყველაზე საინტერესო კი ის არის, რომ შესაძლოა, მეორე ტაიმში მოედანზე ჟერემი მენეზი გამოჩნდეს. "ინტერი" "ვერონას" ესტუმრება, რომელმაც წინა ტურში პირველი მატჩი მოიგო და წარმატებული სვლის გაგრძელება სურს, თუმცა ქულების დაკარგვა ჩემპიონთა ლიგის საგზურისთვის მებრძოლი "ნერაძურის" გეგმებში ნამდვილად არ შედის. კიდევ უფრო რთული გასვლა აქვს "ფიორენტინას", რომელიც კერკეტ "ბოლონიას" დაუპირისპირდება და იქ კი ყველაფერი შეიძლება მოხდეს.
"რომამ" ზედიზედ ორი მატჩი მოიგო, წინ კი "სამპდორიასთან" საშინაო მატჩია. ლუჩანო სპალეტის საკადრო პრობლემები მოეძალა და ერთბაშად რამდენიმე წამყვანი ფეხბურთელი ჰყავს დაშავებული. მიუხედავად ამისა, მწვრთნელი ოპტიმისტურ კომენტარს აკეთებს და აცხადებს, რომ მისი გუნდი პირველივე წუთიდან შეუტევს. "სამპას" თავკაცი ვინჩენცო მონტელაა, რომელმაც კარიერის საუკეთესო წლები "რომაში" გაატარა და მისი "ოლიმპიკოზე" დაბრუნებაც გამოსარჩევი ამბავია.
სავარაუდო შემადგენლობები
რომა (3-4-2-1): შჩესნი - რუდიგერი, დე როსი, ზუკანოვიჩი - მაიკონი, პიანიჩი, კეიტა, ელ შაარავი - ტოტი, პეროტი - სალაჰი
სამპდორია (3-4-2-1): ვივიანო - კასანი, რანოკია, მოისანდერი - სალა, პალომბო, ივანი, დოდო - სორიანო, კორეა - მურიელი
შაბათი. 6 თებერვალი
ბოლონია-ფიორენტინა 21:00
დისკვალიფიკაცია: ოიკონომუ (ბოლონია)
ტრავმა: კრაფტი, დონსა - ბადელი, ალონსო
ბოლო 6 მატჩი
+3=1-2 +3=1-2
ურთიერთშეხვედრები
სულ 27 თამაში: +5=11-11, (26-37)
ჯენოა-ლაციო 23:45
დისკვალიფიკაცია: მაური (ლაციო)
ტრავმა: დე ვრი, ბილია, რადუ, კიშნა, ბიშევაჩი, ჯორჯევიჩი, ბრაავჰეიდი (ლაციო)
ბოლო 6 მატჩი
+2=2-2 +2=2-2
ურთიერთშეხვედრები
სულ 21 თამაში: +9=3-9, (23-30)
კვირა. 7 თებერვალი
ვერონა-ინტერი 15:30
დისკვალიფიკაცია: არავინ
ტრავმა: ვივიანი, სუპრაიენი (ვერონა)
ბოლო 6 მატჩი
+1=3-2 +2=2-2
ურთიერთშეხვედრები
სულ 14 თამაში: +0=2-12, (8-32)
მილანი-უდინეზე 18:00
დისკვალიფიკაცია: არავინ
ტრავმა: მექსე, დიეგო ლოპესი, ელი, ლუის ადრიანო - მერკელი, პასკუალე, დომიცი
ბოლო 6 მატჩი
+5=1-0 +1=2-3
ურთიერთშეხვედრები
სულ 47 თამაში: +25=9-13, (88-52)
ფროზინონე-იუვენტუსი 18:00
დისკვალიფიკაცია: ძაძა (იუვენტუსი)
ტრავმა: კარლინი, კრაგლი - კასერესი, მანჯუკიჩი, ასამოა, ლემინა, რუბინიო, ხედირა, კიელინი
ბოლო 6 მატჩი
+1=2-3 +6=0-0
ურთიერთშეხვედრები
სულ 3 თამაში: +0=1-2, (1-4)
ნაპოლი-კარპი 18:00
დისკვალიფიკაცია: არავინ
ტრავმა: გრასი - ფედელე, დე გუზმანი
ბოლო 6 მატჩი
+5=0-1 +2=2-2
ურთიერთშეხვედრები
სულ 2 თამაში: +1=1-0, (3-0)
სასუოლო-პალერმო 18:00
დისკვალიფიკაცია: არავინ
ტრავმა: ტერანოვა, მისიროლი, ლარიბი - მარესკა
ბოლო 6 მატჩი
+1=2-3 +2=1-3
ურთიერთშეხვედრები
სულ 3 თამაში: +1=1-1, (2-2)
ტორინო-კიევო 18:00
დისკვალიფიკაცია: არავინ
ტრავმა: ობი, ბოვო - ისკო, მეჯორინი, გამბერინი, ჰეტემაი, პეპე, ბიძარი
ბოლო 6 მატჩი
+1=3-2 +1=2-3
ურთიერთშეხვედრები
სულ 23 თამაში: +10=8-5, (29-22)
ატალანტა-ემპოლი 21:00
დისკვალიფიკაცია: დრამე (ატალანტა)
ტრავმა: კარმონა, პალეტა, ბელინი - კოსტა
ბოლო 6 მატჩი
+0=3-3 +1=3-2
ურთიერთშეხვედრები
სულ 15 თამაში: +4=7-4, (13-14)
რომა-სამპდორია 23:45
დისკვალიფიკაცია: ნაინგოლანი (რომა)
ტრავმა: ტოროსიდისი, დინე, კაპრადოსი, პონჩე, უჩანი, ფლორენცი, ჯეკო - დე სილვესტრი
ბოლო 6 მატჩი
+2=3-1 +1=1-4
ურთიერთშეხვედრები
სულ 38 თამაში: +17=11-10, (55-38)
ბომბარდირები: 23 - გონსალო იგუაინი (ნაპოლი); 12 - მარტინს ედერი (ინტერი), პაულო დიბალა (იუვენტუსი), კარლოს ბაკა (მილანი); 10 - ნიკოლა კალინიჩი (ფიორენტინა), ლეონარდო პავოლეტი (ჯენოა), იოსიპ ილიჩიჩი (ფიორენტინა), ლორენცო ინსინიე (ნაპოლი); 9 - მასიმო მაკარონე (ემპოლი).
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"