სერია A. XXIV ტურის ფაქტები და სტატისტიკა: ერთ-ერთის სერია შეწყდება...

AutoSharing Option
* ფედერიკო ბერნანდესკი გახდა "ფიორენტინას" მე-14 ფეხბურთელი, რომელმაც ამ სეზონში გოლის გატანა შეძლო. მხოლოდ "რომა" გამოირჩევა უფრო მეტი (16) გოლის ავტორით.

* ემანუელე ჯაკერინის მიმდინარე სერია A-ში 6 გოლი აქვს გატანილი, აქედან 4 მან 2016 წელს შეაგდო.

* "ჯენოამ" სერია A-ში უკვე 12 მატჩი ჩაატარა ისე, რომ გოლი არ გაუტანია. ეს ყველაზე ცუდი მაჩვენებელია მიმდინარე ჩემპიონატში.

* "ვერონას" 19 გოლიდან 14 სტანდარტული მდგომარეობებიდან გავიდა. "ინტერს" კი ვერონელებმა სამივე ბურთი თავით გაუტანეს (3:3).

* მართალია, "ინტერმა" "ვერონასთან" 1:3-დან 3:3 გახადა, მაგრამ
მილანურ კლუბს ამ სეზონში არც ერთი ისეთი მატჩი არ მოუგია, რომელშიც მეტოქე გადიოდა წინ. "ნერაძურის" მაჩვენებელი შემდეგნაირია - 3 ფრე, 5 წაგება.

* "ვერონას" ლუკა მარონე გახდა პირველი ფეხბურთელი სერია A-ს უკანასკნელ 10 სეზონში, რომელმაც სტანდარტული მდგომარეობებიდან ერთ მატჩში 3 საგოლე პასი გააკეთა.

* "ვერონა"-"ინტერის" მატჩში სტანდარტულ მდგომარეობებს 4 გოლი მოჰყვა, რაც მიმდინარე სეზონის ყველაზე მაღალი მაჩვენებელია ერთი შეხვედრისთვის.

* "სამპდორიას" სერია A-ს ბოლო 6 ტურში ერთადერთი ქულა აქვს აღებული.

* მართალია, "იუვენტუსმა" ჩემპიონატის ზედიზედ 14 მატჩი მოიგო, მაგრამ "ნაპოლი" ჯერჯერობით, პირველ ადგილს ინარჩუნებს. ნეაპოლიტანელებმა, თავის მხრივ, მიყოლებით 8 თამაშში იმარჯვეს და ეს მათი პირადი რეკორდია სერია A-ში. შემდეგ ტურში ტურინში "იუვე"-"ნაპოლია"...

* გონსალო იგუაინს მოწინავე ლიგებში ყველაზე მეტი გოლი აქვს გატანილი - 24. "პიპიტამ" ბოლო ექვს ტურში მიყოლებით გაიტანა. ასეთი რამ იტალიაში ბოლოს ერიკ ლამელამ შეძლო 2012 წელს.

* ბოლო ხუთი ტურია, მარკო ჯამპაოლოს "ემპოლი" ვერ იგებს.

* ვალტერ ბირსამ იტალიის ჩემპიონატში მე-100 მატჩი გამართა. იუბილე მან მე-8 გოლით აღნიშნა.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული