ანტონიო კონტე: იტალიას სჭირდება ლიდერი

AutoSharing Option
იტალიის ნაკრების მთავარი მწვრთნელი ანტონიო კონტე "კორიერე დელო სპორტს" ესაუბრა და რამდენიმე საინტერესო საკითხზე გაამახვილა ყურადღება, მთავარი თემა კი მოახლოებული ევროპის ჩემპიონატი გახლდათ. ბევრი რომ არ გავაგრძელოთ, სიტყვა პირდაპირ კონტეს გადავცეთ:

"მიუხედავად იმისა, რომ ევროპის ჩემპიონატზე 24 გუნდი ითამაშებს, ტურნირი დაბალანსებული და ძალიან საინტერესო იქნება. ფეხბურთის თამაში ყველამ ისწავლა და თანაც, უმაღლეს დონეზე, ევროფორუმი კი ამაში მხოლოდ დაგვარწმუნებს.

ჩვენ გვაქვს იმის შანსი, რომ გავხდეთ ჩემპიონები და საამისოდ, ყველაფერს გავაკეთებთ. გვჭირდება ლიდერი და ასეთად მარკო ვერატი მესახება. ის მხოლოდ 23 წლისაა,
მაგრამ ყველა თვისება აქვს იმისთვის, რომ ლიდერობა იტვირთოს.

ვერატი ფეხბურთით ცხოვრობს, ეს მისი ვნებაა, ფიზიკურად და ტექნიკურად კი იდეალურადაა მომზადებული. მთავარია, რომ საუკეთესო თვისებები წარმოაჩინოს და გუნდს გაუძღვეს. ის ახალგაზრდაა და მთელი კარიერა წინ აქვს, მაგრამ იტალია ვეღარ მოიცდის, მას დღეს სჭირდება ლიდერი".

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 1 /
სწორ აქცენტებს აკეთებს კონტე
levan
12:24 09-02-2016
0

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული