კონტესა და "კვარას" შორის სატელეფონო საუბარი შედგა - ქართველს "ნაპოლიდან" წასვლა არ სურს

AutoSharing Option
"ნაპოლისა" და საქართველოს ნაკრების გარემარბ ხვიჩა კვარაცხელიასა და "პარტენოპეის" ახალ მთავარ მწვრთნელ ანტონიო კონტეს შორის სატელეფონო საუბარი შედგა. ამის შესახებ ინფორმაციას ცნობილი იტალიური გამოცემა La Gazzetta dello Sport-ი ავრცელებს.

წყაროს ცნობით, საუბარმა პოზიტიურად ჩაიარა და კონტემ ქართველი დაარწმუნა, რომ მის გუნდში უდიდესი როლი ექნება.

"კონტემ კვარაცხელიას დაურეკა და იგივე გაუმეორა, რაც ჯოვანი მანას ("ნაპოლის" სპორტული დირექტორი) და აურელიო დე ლაურენტისს. ანტონიომ ქართველს უთხრა, რომ მისი პროექტის ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი ფეხბურთელი იქნება. "კვარა" კონტეს სიტყვებმა დაარწმუნა, რომ პსჟ-ის ვარიანტზე უარი საბოლოოდ
ეთქვა. ამჟამად ხვიჩა საკუთარ მომავალს მხოლოდ "ნაპოლის" უკავშირებს, მინიმუმ ერთი სეზონით მაინც. ახლა კი მოლაპარაკებები ახალი კონტრაქტის დეტალების თაობაზე კლუბსა და ფეხბურთელის აგენტს შორის გაიმართება", - წერს გამოცემა.

შეგახსენებთ, ხვიჩა კვარაცხელიას "ნაპოლისთან" მიმდინარე ხელშეკრულება 2027 წლის ზაფხულამდე აკავშირებს, ქართველი ხელფასის სახით ყოველწლიურად 1.6 მილიონ დოლარს იღებს.

altკვარაცხელია რონალდოს წინააღმდეგ - ოცნება, რომელიც ხდება და ნეიტრალური გულშემატკივრებისთვის საინტერესო მატჩი...

alt"მოურინიოს ხვიჩასთან კონფლიქტზე ვკითხე... მიპასუხა, კვარაცხელიას ეს ვუთხარიო..." - შოთა არველაძემ "რომასა" და "ნაპოლის" მატჩში მომხდარ ეპიზოდზე პორტუგალიელი მწვრთნელის ნათქვამი მოჰყვა

altახლა ოსიმენი, გაისად კვარაცხელია - დე ლაურენტისი პარიზში მოსალაპარაკებლად მიდის

altკონტე გერმანიაში მიფრინავს - ვიზიტი კვარაცხელიასთან და დასწრება საქართველოს ნაკრების მატჩზე?

მკითხველის კომენტარები / 19 /
ხვიჩას გამო რუბინის თამაშებს ვუყურებდი, ნაპოლის თამაშებსაც ხვიჩას გამო ვუყურებ. ამ ბიჭმა იმედი დამიბრუნა. ვიცი, რეალობა გაცილებით შორსაა, მაგრამ მთავარი იმედია. ხვიჩა, ყველგან გიყურებ, მაგრამ როგორც ერთ ჭაობს (რუბინს) მოშორდი,ასევე მეორე ჭაობს (ნაპოლის) მოშორდი, _ გაგვახარე ქართული ფეხბურთის გულშემატკივრები!
გია
00:23 13-06-2024
1
კითხვა თუ წასვლა არ უნდა როგორ შეათანხმა კონტრაქტი ფრანგებთან?
სიმართლე
21:55 12-06-2024
1

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული