სერია A. XXV ტური: "იუვენტუსი" სეზონში პირველად გალიდერდა [VIDEO]

AutoSharing Option
13 თებერვალს იტალიის სერია A-ს 25-ე ტურის 3 შეხვედრა გაიმართა.

ტურის და ჩემპიონატის ცენტრალური მატჩი ტურინში გაიმართა, სადაც "იუვენტუსმა" ლიდერ "ნაპოლის" უმასპინძლა, მატჩის მიწურულს სიმონე ძაძას გოლის წყალობით 1:0 მოუგო და ლიდერობაც წაართვა.

სიმონე ძაძა (იუვენტუსი): "მოვიგეთ და დღეიდან პირველი "იუვენტუსია". დარწმუნებულები ვართ, რომ სკუდეტოს ჩვენ მოვიგებთ. ახლა ყველაფერი მხოლოდ ჩვენზეა დამოკიდებული".
იხილეთ ვიდეო
Sportall.Ge

ლევან მჭედლიძის "ემპოლი" "ფროზინონესთან" 1:2 დამარცხდა. ქართველმა ფორვარდმა ბოლო 9 წუთი ითამაშა.

ემპოლი-ფროზინონე 1:2
გოლები: 0:1 ჩიოფანი (17), 1:1 მაკარონე (59), 1:2 ჩიოფანი (73-პენ)

კიევო-სასუოლო 1:1
გოლები:
1:0 ბირსა (29-პენ), 1:1 სანსონე (30)

იუვენტუსი-ნაპოლი 1:0
გოლი: 1:0 ძაძა (88)

14 თებერვალი
მილანი-ჯენოა 15:30
სამპდორია-ატალანტა 18:00
უდინეზე-ბოლონია 18:00
პალერმო-ტორინო 18:00
ფიორენტინა-ინტერი 23:45

1. იუვენტუსი - 57 ქულა; 2. ნაპოლი - 56; 3. რომა - 47; 4. ფიორენტინა - 46; 5. ინტერი - 45.
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული