ლეგენდის დასასრული? ტოტისა და "რომას" გზები იყრება

AutoSharing Option
იტალიური სპორტული მედია ლუჩანო სპალეტის და ფრანჩესკო ტოტის შორის მომხდარმა კონფლიქტმა ააფეთქა. "რომას" მთავარმა მწვრთნელმა კაპიტანი "პალერმოსთან" მატჩის განაცხადში არ შეიყვანა.

რა მოხდა?
შაბათს საღამოს ფრანჩესკო ტოტი ჟურნალისტებს გაესაუბრა და შემდეგი განაცხადა:

"დიდი ხანია, რაც ტრავმა აღარ მაწუხებს და თავს კარგად ვგრძნობ, მაგრამ თამაში, პრაქტიკულად, არ მიწევს. გასაგებია, რომ 38 წლის ასაკში მუდმივად მოედანზე ვერ ვიქნები, მაგრამ სულ თადარიგში ყოფნასაც არ ვიმსახურებ. კარიერის ასეთ დასასრულზე ნამდვილად არ მიოცნებია და შესაბამისად, თავს ცუდად ვგრძნობ. ვფიქრობ, რომ მწვრთნელისა და კლუბის მესვეურებისგან მეტ დაფასებას
ვიმსახურებ. როგორი ურთიერთობა მაქვს სპალეტისთან? - ჩვენ მხოლოდ ვესალმებით და ვემშვიდობებით ერთმანეთს.

"რომასთან" კონტრაქტი 1-ელ ივლისს მეწურება და დღემდე არ ვიცი, გაგრძელდება თუ არა ჩვენი თანამშრომლობა. ველოდები სიახლეებს კლუბიდან, მაგრამ თვითონ ის ფაქტი, რომ გაზაფხული მოახლოვდა და ჯერ კიდევ გაურკვევლობაში ვარ, არასასიამოვნოა".

ტოტის ეს კომენტარი ლუჩანო სპალეტიმ რეაგირების გარეშე არ დატოვა და კაპიტანი სამატჩო განაცხადიდან ამოაგდო.

რას ფიქრობს სპალეტი?
ბუნებრივია, რომ ამ თემაზე ჟურნალისტები სპალეტის დაეკითხნენ და მისგან შემდეგი მოისმინეს:

"ძალიან რთული ვითარება გვაქვს, რადგან ჩემპიონთა ლიგის საგზურისთვის ვიბრძვით და ქულები ჰაერივით გვჭირდება. ასეთ დროს სენტიმენტებისთვის არ მცხელა და შესაბამისად, გამოვდივარ მხოლოდ გუნდის ინტერესებიდან და არა კონკრეტულად ერთი ფეხბურთელის.

ფრანჩესკო ტოტის შეუძლია გააკეთოს იდეალური პასი, მაგრამ თუ მოედანზე პრესინგია საჭირო და 40-მეტრიანი კროსების გაკეთება, იქ მას უჭირს შესაძლებლობების დემონსტრირება. ძალიან დიდ პატივს ვცემ ტოტის და მის დამსახურებებს, მაგრამ დღეს ჩვენ გვჭირდება შედეგი და იმედი მაქვს, რომ ის ამას გაგებით მოეკიდება".

რას ფიქრობს კლუბის ხელმძღვანელობა?
თუ "გაძეტა დელო სპორტს" დავუჯერებთ, კლუბის მესვეურები სრულ მხარდაჭერას უცხადებენ ლუჩანო სპალეტის და მის პრინციპულ მიდგომას, რომ მთავარი გუნდის ინტერესებია და არა ცალკეული ფეხბურთელების.

ავტორიტეტული გამოცემის მტკიცებით, უახლოეს 10 დღეში "რომას" პრეზიდენტი ჯეიმს პალოტა ფრანჩესკო ტოტის შეხვდება და შემდეგ დირექტორთა საბჭოზე გადაწყვეტს, უნდა გაუხანგრძლივდეს თუ არა კაპიტანს ხელშეკრულება კიდევ ერთი სეზონით.

დიდი შანსია, "რომას" მესვეურებმა ტოტისთან კონტრაქტის გახანგრძლივება არ ისურვონ, რადგან სპალეტიზე ისინი დიდ იმედებს ამყარებენ, მისი გაშვება გამორიცხულია და გუნდში კი ატმოსფერო არავინ უნდა გააფუჭოს.

ამიტომ ტოტი წამგებიან პოზიციაშია, 38 წლის ასაკში კი სხვა გუნდში გადასვლა უტოპიაა - შეგვიძლია ამერიკა, კანადა ან ავსტრალია დავუშვათ, მაგრამ ეს უკვე სანახევროდ კარიერის დასრულებას ნიშნავს. ლეგენდა სრულდება?

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 6 /
მართალია ტოტი რთული ხასიათის ფეხბურთელია და ასევე "სიმულიანტიც"რითაც საქართველოს ნაკრებიც დააზარალა,მაგრამ ეს ყველაფერი მსაჯების ბრალია,ისინი უწყობდნენ ხელს ამ საქმეში,ხოლო,რაც შეეხება ფეხბურთელობას ის ლეგენდაა და არამარტო იტალიის მასშტაბით,არამედ მსოფლიო მასშტაბის,გავა წლები და ის ყველას ემახსოვრება,ხოლო სპალეტი ერთი საშუალო დონის მწვრთნელია,კარიერის დამთავრების შემდეგ მას ვერავინ გაიხსენებს,ხოლო ტოტი ოქროა და თანაც ბაჯაღლო,ის ბევრს არ ითხოვს,10-15წუთი,რომ მიეცეს მას სათამაშო პრაქტიკა ამით ალბად დამეთანხმებით არაფერი დაშავდება,პირიქით საქმეს წაადგება კიდეც.ბოლო-ბოლო ორი გოლი მაინც არააქვს გატანილი საკუთარ კარში.
roma
12:55 23-02-2016
0
ყველა ფეხბურთელი ცდილობს პენალის აკიდებას, გუცაევიც ასე იყო, დაჟე ყიფიანიც და ზიდანის სიაფანდი პენალიც ძალიან კარგად მახსოვს კაცი შვილი რომ არ შეხებია და წაიქცა, ვინა არის სპალეტი, ტოტი ლეგენდაა, რომას ლეგენდა
pirlo
11:56 23-02-2016
0
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული