იტალიელი ჟურნალისტების თქმით, ფეხბურთელი ორ შეხვედრას გამართავს, სადაც საკუთარ მომავალს გადაწყვეტს - ტოტი "რომას" პრეზიდენტს ჯეიმს პალოტას გაესაუბრება, რომელიც მზადაა ფეხბურთელს კიდევ 1-წლიანი კონტრაქტი შესთავაზოს, რომლის დასრულების შემდგომაც ფეხბურთელი კლუბში დარჩება და რომელიმე თანამდებობას ჩაიბარებს.
თუმცა მთავარი სიტყვა "რომას" მთავარ მწვრთნელ ლუჩანო სპალეტიზეა, რომელიც ტოტის ჩემპიონთა ლიგის 1/8-ფინალური დაპირისპირების შემდეგ შეხვდება. იმ შემთხვევაში, თუ სპალეტიმ ტოტის პირდაპირ განუცხადა, რომ მას გუნდის პროექტის ნაწილად არ განიხილავს, რომაელთა კაპიტანი უარს განაცხადებს