"კონტრაქტის მიხედვით, "იუვენტუსში" მინიმუმ 2017 წლის ზაფხულამდე უნდა დავრჩე და შესაბამისად, ჯერჯერობით არსად წასვლას არ ვაპირებ. პირიქით, ჩემი სურვილი კონტრაქტის გახანგრძლივებაა, რადგან აქ აბსოლუტურად ყველაფერი მომწონს. ჩვენ კიდევ ერთხელ უნდა მოვიგოთ სკუდეტო და იტალიის თასი, ჩემპიონთა ლიგაზე კი ვნახოთ, რა მოხდება. მქონდა თუ არა შემოთავაზება "ჩელსისგან"? - არც ლონდონიდან დამკავშირებია არავინ და არც სხვა
როგორც ჩანს, ყველამ კარგად იცის, რომ ტურინის დატოვება არ მსურს. ერთი დანამდვილებით შემიძლია გითხრათ, მომდევნო სეზონში აუცილებლად "იუვენტუსის" მწვრთნელი ვიქნები".
"გაძეტა დელო სპორტის" მტკიცებით, "იუვენტუსის" მესვეურები ალეგრისთვის ახალ კონტრაქტს ამზადებენ, რომლის ძალითაც, მწვრთნელი სეზონში 4.5 მილიონ ევროს მიიღებს, ანუ მილიონით მეტს, ვიდრე მოქმედი ხელშეკრულებით.
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"