ტურინის "იუვენტუსი" მასიმილიანო ალეგრის ახალ კონტრაქტზე შეუთანხმდა

AutoSharing Option
"იუვენტუსის" მესვეურებმა შეთანხმებას მიაღწიეს მასიმილიანო ალეგრისთან და უახლოეს დღეებში მასთან ახალი ხელშეკრულება გაფორმდება.

მოქმედი კონტრაქტი 2017 წლის ზაფხულამდეა გათვლილი, ახალი ხელშეკრულებით კი, მასიმილიანო ტურინში 2019 წლამდე დარჩება. საგულისხმოა, ალეგრი წელიწადში 3.5 მილიონ ევროს იღებს, ახალი რეალობით კი, 4.5 მილიონს მიიღებს. "გაძეტა დელო სპორტის" ცნობით, ახალ კონტრაქტს ხელი ჩემპიონთა ლიგაზე "ბაიერნთან" განმეორებითი მატჩის შემდეგ მოეწერება.

თავად ალეგრიმ დაადასტურა, რომ შეთანხმება მიღწეულია და კმაყოფილებით დასძინა, რომ "იუვენტუსის" მესვეურებისგან სრულ ნდობას გრძნობს, რაც "ბაიერნთან" განმეორებითი მატჩის წინ უაღრესად მნიშვნელოვანია.

ორიოდე დღის წინ "იუვეს"
სპორტულმა დირექტორმა ჯუზეპე მაროტამ განაცხადა, რომ ალეგრის ტურინული კარიერა მხოლოდ საწყის ეტაპზეა და მასიმილიანოსთან ერთად წინ კიდევ ბევრი დიდი გამარჯვებაა. მაროტას სიტყვებს კონტრაქტი მოჰყვა და საბოლოოდ გაცხადდა, რომ ალეგრი გარემოს შეცვლას არ აპირებს...

(იბეჭდება მცირე ცვლილებით)
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული