ევრო 2012-ის შემდეგ, ბალოტელი ერთ-ერთი ყველაზე მოთხოვნადი ფორვარდი იყო ევროპაში, დღეს კი სრულიად განსხვავევული ვითარებაა. მარიო "ლივერპულს" ეკუთვნის, "მილანში" კი იჯარის წესით ასპარეზობს.
სურვილის შემთხვევაში, ლომბარდიელებს ბალოტელის გამოსყიდვა შეუძლიათ, მაგრამ საქმეც ისაა, რომ "მილანის" მესვეურებს ასეთი სურვილი არ
მართალია, კლუბი არ კონკრეტდება, მაგრამ ეს ნაკლებად საინტერესოა - ფაქტია, რომ ფეხბურთელი, რომელზეც ტაციაობა იყო, დღეს ევროპაში არავის სჭირდება.
ბალოტელის შესახებ "მილანის" ვიცე-პრეზიდენტმა, ადრიანო გალიანიმ ისაუბრა და შემდეგი განაცხადა:
"ჩვენ არ გვაქვს პრობლემები ბალოტელისთან მოედანს მიღმა, რადგან არაფერს აშავებს. თუმცა, მარიო ვერ ამართლებს ჩვენს იმედებს უშუალოდ მოედანზე, რაც ფეხბურთელს პირველ რიგში მოეთხოვება. უნდა ვაღიარო, რომ მარიოსგან მეტს ველოდით და ჯერჯერობით, ეს მოლოდინი არ მართლდება.
სეზონის ბოლომდე არის გარკვეული დრო და იქნებ, შეძლოს შესაძლებლობების წარმოჩენა. ვეთანხმები სინიშა მიხაილოვიჩს, რომ ბალოტელის მენტალური პრობლემები აქვს, რომელსაც არ ვიცი, დაძლევს თუ არა.
თანამედროვე ფორვარდს მოეთხოვება, რომ მთელ მოედანზე ირბინოს და დაცვასაც დაეხმაროს, რასაც მარიო არასდროს აკეთებს - მას მონდომება და თავგანწირვა აკლია. შეხედეთ მანჯუკიჩს, შესაძლოა, გოლი ვერ შეაგდოს, მაგრამ მოედანზე კოლოსალურ სამუშაოს ასრულებს. გამოვისყიდით თუ არა ბალოტელის? - ამ თემაზე ზაფხულში ვისაუბრით, მაგრამ ერთი კი ცხადია: ასე არაფერი გამოვა".
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"