"გავხდებით თუ არა ჩემპიონები? - როგორც ნეაპოლში ამბობენ, ჩვენ თვით ღმერთი გვეხმარება"

AutoSharing Option
გონსალო იგუაინს საგოლე ალღო არასდროს ღალატობდა, მაგრამ მიმდინარე სეზონი მისთვის მაინც განსაკუთრებულია.

28 წლის არგენტინელ ფორვარდს 30 თამაშში 29 გოლი აქვს გატანილი და "ოქროს ბუცის" მოპოვების უმთავრესი პრეტენდენტია.

აღარაფერს ვამბობთ იმაზე, რომ სერია A-ს ბომბარდირთა დავაში ლიდერობს და პირველობას რომ არავის დაუთმობს, ცხადზე უცხადესია. იგუაინმა მაურიციო სარი შეაქო და განაცხადა, რომ მის წარმატებებში "ნაპოლის" მწვრთნელს დიდი წვლილი მიუძღვის:

"მაურიციო სარი ძალიან კარგი მწვრთნელი და კიდევ უკეთესი ადამიანია. სეზონის წინ მქონდა გარკვეული ფსიქოლოგიური პრობლემები, მაგრამ სწორედ მწვრთნელმა დამარწმუნა, რომ ნეაპოლში უნდა
დავრჩენილიყავი და შემდეგ ჩვენთან დიდი სამუშაო გასწია.

მინდა მას მადლობა გადავუხადო და "ნაპოლის" მაისურით კიდევ ბევრი გოლი გავიტანო. გავხდებით თუ არა ჩემპიონები? - როგორც ნეაპოლში ამბობენ, ჩვენ თვით ღმერთი გვეხმარება და ამიტომ უნდა გავხდეთ. უნდა ნახოთ, რა ხდება "სტადიო სან პაოლოზე" და ნეაპოლში ყოველი მოგებული მატჩის შემდეგ - ეს ხალხი იმსახურებს დიდ გამარჯვებას".

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული