მირალემ პიანიჩი: მზად ვარ, ახალი გამოწვევა მივიღო

AutoSharing Option
"რომას" ერთ-ერთი ლიდერი მირალემ პიანიჩი "გაძეტა დელო სპორტს" გაესაუბრა და განაცხადა, რომ თუ ზაფხულში საინტერესო წინადადებები ექნება, სიამოვნებით განიხილავს მათ.

25 წლის ბოსნიელი ნახევარმცველის ამ განცხადებას დიდი რეზონანსი მოჰყვა და ეს არცაა გასაკვირი, რადგან პიანიჩმა, ფაქტობრივად, გუნდიდან აბარგების სურვილი გამოთქვა:

"რომში თავს შესანიშნავად ვგრძნობ, აქაურობას შევეჩვიე და თავად გუნდიც ძალიან შემიყვარდა. დღეს მხოლოდ სეზონის დასკვნით მატჩებზე ვარ კონცენტრირებული და იმედი მაქვს, რომ ჩემპიონთა ლიგის საგზურს მოვიპოვებთ. აი, ზაფხულში კი ვნახოთ, რა მოხდება.

მართალია, რომში თავს დიდებულად ვგრძნობ, მაგრამ თუ საინტერესო
წინადადება გვექნება, აუცილებლად განვიხილავ და ახალ გამოწვევას სიამოვნებით მივიღებ. თუ შემოთავაზება სპორტული თვალსაზრისით საინტერესო იქნება, ამა თუ იმ კლუბთან იოლად შემიძლია შევთანხმდე".
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული