აქსელ ვიტსელის იტალიური არჩევანი - სად გააგრძელებს კარიერას ბელგიელი?

AutoSharing Option
ისეთი პირი უჩანს, რომ ზაფხულის სატრანსფერო ფანჯრისას, 27 წლის ბელგიელი ნახევარმცველი აქსელ ვიტსელი ერთ-ერთი ყველაზე სასურველი სამიზნე იქნება. ვიტსელის გადაბირება დიდი ხანია, რაც "მილანს" სურს, ლომბარდიელთა კონკურენტი კი ტურინის "იუვენტუსია".

"გაძეტა დელო სპორტის" ცნობით, "ზენიტის" ნახევარმცველის გადაბირება მასიმილიანო ალეგრიმ მოითხოვა და ბუნებრივია, რომ ტურინული გრანდის მესვეურები მისი სურვილის ასრულებას შეეცდებიან. ამ თემაზე კომენტარი ფეხბურთელის პირადმა აგენტმა რიკარდო ნაპოლიტანომ გააკეთა:

"ვიტსელმა რამდენჯერმე განაცხადა, რომ რუსეთის დატოვება და უფრო ძლიერ ლიგაში გადაბარგება სურს, თუმცა ეს იმას არ ნიშნვს, რომ აქსელი "ზენიტში" თავს
ცუდად გრძნობს და ნებისმიერ გუნდში გადაბარგდება.

ბუნებრივია, რომ მისთვის საინტერესოა ისეთი კლუბების ინტერესი, როგორებიც "მილანი" და "იუვენტუსი" არიან. "როსონერის" მესვეურები შარშან, აგვისტოში შეგვეხმიანნენ, თუმცა შემდეგ მოლაპარაკება ჩიხში შევიდა; "იუვენტუსის" ინტერესი კი შედარებით ახალია. ვიტსელს "ზენიტთან" 2017 წლის ზაფხულამდე აქვს კონტრაქტი და შესაბამისად, მის გადასაბირებლად სოლიდური თანხის გადახდა იქნება საჭირო.

აქსელის სატრანსფერო თანხა 30 მილიონი ევროა, დანარჩენი კი კლუბების მოლაპარაკებაზეა დამოკიდებული. დაველოდოთ მოვლენათა განვითარებას, ერთი კი ცხადია, რომ ჩემი კლიენტის მიმართ ინტერესს იტალიური კლუბები იჩენენ".

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული