* "ლაციოს" "რომა" 2012 წლის მერე არ დაუმარცხებია.
* ლუჩანო სპალეტის რომაული დერბი სამჯერ აქვს მოგებული და ამდენჯერვე წაგებული.
სანაკრებო მატჩების შემდეგ, იტალიას საკლუბო ფეხბურთი რომაული დერბით უბრუნდება. დიახ, "სტადიო ოლიმპიკოზე" "ლაციო" "რომას" დაუპირისპირდება და ბუნებრივია, რომ ეს მატჩი განსაკუთრებულ ინტერესს იწვევს.
რომაული დერბი
რაც არ უნდა ხდებოდეს სატურნირო ცხრილში, "დერბი დელა კაპიტალე" ყოველთვის უდიდეს ინტერესს იწვევს. რომაული გუნდების ჯახს იტალიელი სამართლადამცავი ორგანოებიც დიდი ყურადღებით ეკიდებიან და ამად არის, რომ სწორედ ამ მატჩზე მოქმედებს სხვა დიდი ჯახებისგან განსხვავებით, დედაქალაქური დერბი შუადღეს იმართება, სალაროებში კი მხოლოდ 55 000 ბილეთი იყიდება და ეს მიუხედავად იმისა, რომ "სტადიო ოლიმპიკო" 70 000 გულშემატკივარს იტევს. დარჩენილი ცარიელი სკამებით გულშემატკივრების ერთმანეთისგან გამიჯვნა ხდება და ესეც უსაფრთხოების ნორმების დაცვით გახლავთ განპირობებული.
ეს ყველაფერი ძალიან არ მოსწონთ თავად რომაელებს და ამად იყო, რომ გასულ სეზონში, ერთ-ერთ დერბის ულტრასებმა ბოიკოტი გამოუცხადეს და თამაშს არ დაესწრნერნ. ბოიკოტი ძალაშია მოახლოებულ მატჩზეც და კარებს უკან ტრიბუნები ამჯერადაც ცარიელი იქნება. "დერბი დელა კაპიტალე" ულტრასების გარეშე მართლაც წარმოუდგენელია, მაგრამ რეალობა სწორედ ასეთია.
თუ მაინც სატურნირო ცხრილს ჩავეძიებით, უფრო მოტივირებული "რომა" უნდა იყოს, რადგან ლუჩანო სპალეტის გუნდი ჩემპიონთა ლიგის საგზურისთვის იბრძვის, აი "ლაციო" კი დიდი ალბათობით, მე-5 ადგილს და ევროპალიგის საგზურს ვეღარ შეწვდება.
თეორიულად შესაძლებელია, რომ ევროპალიგაზე მე-6 ადგილზე გასული გუნდიც მოხვდეს, მაგრამ "ლაციოს" შანსები მაინც მიზერული ჩანს. მიუხედავად ამისა, მოტივაციის პრობლემა არც "ბიანკოჩელესტეს" ექნება, რადგან წინ რომაული დერბია და ამით ყველაფერია ნათქვამი.
სტეფანო პიოლი 4-2-3-1 ტაქტიკას აირჩევს, შეტევის წინა ხაზზე სავარაუდოდ ალესანდრო მატრის გაამწესებს და სიღრმიდან ფელიპე ანდერსონს, მარკო პაროლოს და ანტონიო კანდრევას დაახმარს. რაც შეეხება "რომას", ლუჩანო სპალეტი 4-3-2-1 სქემაზე შეაჩერებს არჩევანს, შეტევაში კი მოჰამედ სალაჰის, დიეგო პეროტისა და ედინ ჯეკოს ტრიოს დაეყრდნობა. ბუნებრივია, რომ ეს მხოლოდ ვარაუდებია და რეალურად, სასტარტო შემადგენლობები თამაშის დღეს გახდება ცნობილი...
სავარაუდო შემადგენლობები
ლაციო (4-2-3-1): მარკეტი - პატრიჩი, მაურისიო, ჰოედტი, ბრააფჰაიდი - კატალდი, ბილია - კანდრევა, პაროლო, ანდერსონი - მატრი
რომა (4-3-2-1): შჩესნი - ფლორენცი, მანოლასი, რუდიგერი, დინი - პიანიჩი, პეროტი, ნაინგოლანი - სალაჰი, ელ შაარავი - ჯეკო
"იუვეს" შანსი
"იუვენტუსი" "ემპოლის" მიიღებს და ცხადია, რომ ამ შეხვედრაში ფავორიტი აშკარა და გამოკვეთილია. ტოსკანური გუნდი საშინელ ფორმაშია, დიდი ხანია არ მოუგია, ბოლო 6 შეხვედრაში კი მხოლოდ 2 ქულა აიღო - ამ დროს, "იუვე" შეუჩერებელია, თამაშს თანაშზე იგებს და სატურნირო ცხრილის სათავეშია მოქცეული. ამასთან, ტურინული გრანდისთვის მთავარი საზრუნავი სწორედ იტალიის ჩემპიონატია, რადგან ჩემპიონთა ლიგის მიმდინარე გათამაშებას უკვე გამოეთიშა.
"იუვენტუსს" ლეონარდო ბონუჩი, სამი ხედირა და ალექს სანდრო ჰყავს დისკვალიფიცირებული, მარტინ კასერესი, ჯორჯო კიელინი, კლაუდიო მარკიზიო და პაულო დიბალა კი დისკვალიფიცირებული. მოკლედ, მასიმილიანო ალეგრის ნახევარ გუნდზე მეტი აკლია, მაგრამ მაინც, "იუვე" ფავორიტია და წესით, უნდა მოიგოს ეს თამაში...
"ემპოლის" მსგავსად, საშინელ ფორმაშია "უდინეზე", რომელიც კიდევ ერთ ლიდერს, "ნაპოლის" უმასპინძლებს. ბუნებრივია, ჩვენ უდინურ გუნდზე მეტად სწორედ "ნაპოლი" გვაინტერესებს, რომელიც "იუვენტუსს" კუდზე აზის და ცდილობს, რომ დაეწიოს.
გონსალო იგუაინია საოცარ ფორმაში, 29 გოლი აქვს შეგდებული და შეეცდება, რომ მონაგარი კიდევ უფრო გაზარდოს. "ნაპოლის" უბრალოდ არ აქვს უფლება, რომ ქულები დაკარგოს, დანარჩენი კი მოედანზე გამოჩნდება.
შაბათი. 2 აპრილი
კარპი-სასუოლო 20:00
დისკვალიფიკაცია: სუაგერი, კრიმი (კარპი)
ტრავმა: ფედელე, გნაორე, მარტინიო, დე გუზმანი, ბრკიჩი - ლარიბი, მისიროლი, კანავარო
ბოლო 6 მატჩი
+2=3-1 +3=2-1
ურთიერთშეხვედრები
სულ 1 თამაში: +0=0-1, (0-1)
იუვენტუსი-ემპოლი 22:45
დისკვალიფიკაცია: ბონუჩი, სანდრო, ხედირა (იუვენტუსი)
ტრავმა: დიბალა, კასერესი, კიელინი, მარკიზიო - კოშიჩი
ბოლო 6 მატჩი
+5=1-0 +0=2-4
ურთიერთშეხვედრები
სულ 17 თამაში: +12=3-2, (39-14)
კვირა. 3 აპრილი
უდინეზე-ნაპოლი 14:30
დისკვალიფიკაცია: არავინ
ტრავმა: მერკელი, გილიერმე - რეინა (?)
ბოლო 6 მატჩი
+1=1-4 +3=2-1
ურთიერთშეხვედრები
სულ 28 თამაში: +8=11-9, (38-41)
ჯენოა-ფროზინონე 17:00
დისკვალიფიკაცია: არავინ
ტრავმა: მუნიოსი, ანსალდი, ბურდისო, ჩერჩი (ჯენოა)
ბოლო 6 მატჩი
+3=0-3 +2=2-2
ურთიერთშეხვედრები
სულ 3 თამაში: +2=1-0, (7-4)
ატალანტა-მილანი 17:00
დისკვალიფიკაცია: არავინ
ტრავმა: კარმონა, ბელინი - ნიანგი, კუცკა
ბოლო 6 მატჩი
+1=2-3 +2=3-1
ურთიერთშეხვედრები
სულ 33 თამაში: +6=8-19, (25-55)
კიევო-პალერმო 17:00
დისკვალიფიკაცია: ჰეტემაი (კიევო)
ტრავმა: გამბერინი, ინგლეზე, ისკო - გოლდანიგა
ბოლო 6 მატჩი
+2=2-2 +0=2-4
ურთიერთშეხვედრები
სულ 20 თამაში: +6=7-7, (21-26)
ლაციო-რომა 17:00
დისკვალიფიკაცია: ლულიჩი (ლაციო)
ტრავმა: დე ვრი, ბასტა, რადუ, სავიჩი, კიშნა, კონკო - პონჩე, გომბერი, კასტანი
ბოლო 6 მატჩი
+2=3-1 +5=1-0
ურთიერთშეხვედრები
სულ 47 თამაში: +14=15-18, (55-67)
ფიორენტინა-სამპდორია 17:00
დისკვალიფიკაცია: კალინიჩი (ფიორენტინა)
ტრავმა: ბენალუანი, ტომოვიჩი - კარბონერო
ბოლო 6 მატჩი
+2=3-1 +2=2-2
ურთიერთშეხვედრები
სულ 31 თამაში: +10=12-9, (42-40)
ინტერი-ტორინო 22:45
დისკვალიფიკაცია: გლიკი (ტორინო)
ტრავმა: აველარი, იმობილე (ტორინო)
ბოლო 6 მატჩი
+3=1-2 +1=2-3
ურთიერთშეხვედრები
სულ 25 თამაში: +16=7-2, (39-13)
ორშაბათი. 4 აპრილი
ბოლონია-ვერონა 22:45
დისკვალიფიკაცია: გასტალდელო, მბაიე - რებიჩი
ტრავმა: დესტრო, როსეტინი, კონსტანტი - სუპრაიენი, რომულო, გომესი
ბოლო 6 მატჩი
+1=3-2 +1=1-4
ურთიერთშეხვედრები
სულ 15 თამაში: +9=3-3, (25-15)
ბომბარდირები: 29 - გონსალო იგუაინი (ნაპოლი); 14 - პაულო დიბალა (იუვენტუსი); 14 - კარლოს ბაკა (მილანი); 12 - მარტინს ედერი (სამპდორია); 11 - მასიმო მაკარონე (ემპოლი), ნიკოლა კალინიჩი (ფიორენტინა), იოსიპ ილიჩიჩი (ფიორენტინა); 10 - ლეონარდო პავოლეტი (ჯენოა), ლორენცო ინსინიე (ნაპოლი).
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"