* "რომასთან" მარცხის შემდეგ "ლაციოს" მთავარი მწვრთნელის პოსტიდან სტეფანო პიოლი გაათავისუფლეს.
* "ლაციოს" ახალ მწვრთნელად სიმონე ინძაგი დაინიშნა.
* "იუვენტუსმა" ზედიზედ 7 საშინაო მატჩი მოიგო ისე, რომ გოლი არ გაუშვია, რაც კლუბის რეკორდის გამეორებაა.
31-ე ტურის ცენტრალური მატჩი მარადიულ ქალაქში გაიმართა, "სტადიო ოლიმპიკოზე", სადაც "რომა" და "ლაციო" დაუპირისპირდნენ ერთმანეთს, თუმცა იქამდე "იუვენტუსი" "ემპოლის" ესტუმრა და მორიგი გამარჯვება მოიპოვა.
მთავარი სამი ქულაა
"იუვენტუსმა" "ემპოლის" მხოლოდ ერთი გოლი "ვეკია სენიორა" სრულად აკონტროლებდა თამაშის სადავეებს და თუ მომენტებით ვიმსჯელებთ, გაცილებით დიდი ანგარიშით მართებდა მოგება. თუმცა, როგორც მატჩის შემდეგ მასიმილიანო ალეგრიმ განაცხადა, სამი ქულა სამი ქულაა და სწორედ ესაა მთავარი. რთულია ალეგრის შეეკამათო - მით უმეტეს მაშინ, როდესაც ჩემპიონატის დასრულებამდე მხოლოდ 7 ტურია დარჩენილი და თითოეულ ქულას ოქროს ფასი აქვს.
ერთადერთი და გამარჯვების გოლი მარიო მანჯუკიჩის ანგარიშზეა, რომელმაც მეტოქის საჯარიმოში სწორი პოზიცია შეარჩია და თავური დარტყმით შეარხია კარის ბადე. აღსანიშნავია, რომ მანჯუკიჩს საგოლე გადაცემა პოლ პოგბამ გაუკეთა, რომელიც ერთ-ერთი საუკეთესო იყო მინდორზე.
არც ის გამოგვრჩეს, რომ "იუვენტუსს" დაშავებული ფეხბურთელები დაუბრუნდნენ, კერძოდ კი, ჯორჯო კიელინი და კლაუდიო მარკიზიო. ალეგრი ამჯერად ალვარო მორატასა და მარიო მანჯუკიჩის ტანდემს ენდო. მეორე ნახევარში სიმონე ძაძა ჩაერთო თამაშში, პაულო დიბალა კი ტრავმის გამო განაცხადშიც არ იყო.
მთლიანობაში, "იუვენტუსმა" დამაჯერებლად მოიგო, მატჩის შემდეგ კი ალეგრიმ შემდეგი განაცხადა:
"რთული მატჩი იყო, რადგან მეტოქე თავს კარგად იცავდა, მაგრამ საბოლოო ჯამში, მაინც დამსახურებულად გავიმარჯვეთ. ეს იყო კიდევ ერთი ნაბიჯი სკუდეტოსკენ, წინ კი კიდევ შვიდი ფინალია. ფეხბურთელებმა კარგად უნდა გააცნობიერონ, რომ სეზონის დასკვნით ნაწილში გაათმაგებული ძალებით და მაქსიმალური კონცენტრაციით მართებთ თამაში".
საბედისწერო მარცხი?
"ნაპოლი" "უდინეზეს" ესტუმრა, მარცხი იწვნია და "იუვენტუსს" მთელი 6 ქულით ჩამორჩა. ჩემპიონატის დასრულებამდე მხოლოდ 7 ტურია დარჩენილი და შესაძლოა, ნეაპოლელთათვის ეს საბედისწერო მარცხიც იყოს. 6-ქულიანი ფორის ამოქაჩვა "იუვენტუსთან" და თანაც მაშინ, როდესაც ტურინული გრანდი შესანიშნავ ფორმაშია და თამაშს თამაშზე იგებს, რთულად წარმოსადგენია.მოულოდნელად, უდინელებმა უპირატესობით წარმართეს შეხვედრა და შანსი არ დაუტოვეს ფავორიტად შერაცხილ მეტოქეს.
მასპინძლებმა ანგარიში თერთმეტმეტრიანი დარტყმით გახსნეს, რასაც ტაიმის შუაწელს გონსალო იგუაინმა უპასუხა და თითქოს, უპირატესობა სტუმართა მხარეს უნდა გადასულიყო, მაგრამ ტაიმის მიწურულს, ბრუნო ფერნანდესმა კიდევ ერთხელ დააწინაურა "უდინეზე" და მეორე ტაიმში სირილ ტერომ საბოლოო ანგარიში დააფიქსირა, 3:1.
მატჩის მიწურულს, მოედნიდან გონსალო იგუაინი გააძევეს, რომელიც მომდევნო შეხვედრას ავტომატურად გამოტოვებს.
რამდენი თამაშიც არ უნდა გამოტოვოს იგუაინმა, ბომბარდირობაში მას ვერავინ შეეცილება; აი "ნაპოლი" კი აშკარად თმობს პოზიციას და როგორც ჩანს, ამ გუნდის პროგრამა-მაქსიმუმი ჩემპიონატის მეორე ადგილზე დასრულება და ჩემპიონთა ლიგის საგზურის მოპოვება იქნება საკვალიფიკაციო ეტაპის გარეშე.
"რომამ" "ლაციოს" გადაურბინა
რომაული დერბი ისევ ულტრასების გარეშე ჩატარდა, რადგან "რომას" და "ლაციოს" ყველაზე მხურვალე გულშემატკივრებმა თამაშს ბოიკოტი გამოუცხადეს. მიზეზი ძველია - რომაელებს არ მოსწონთ, რომ სწორედ "დერბი დელა კაპიტალეა" ერთადერთი თამაში იტალიაში, რომელზეც უსაფრთხოების გაძლიერებული ნორმები მოქმედებს."რომას" გულშემატკივრები დერბის საყურებლად ქალაქის ერთ მხარს შეიკრიბნენ, "ლაციოს" ქომაგები კი მეორე მხარეს და სწორედ იმ ზონებში იყო კარაბინიერთა განსაკუთრებული მობილიზება.
რაც შეეხება თამაშს, "რომას" სრული უპირატესობით წარიმართა და შესაბამისი ანგარიშით დასრულდა, 1:4. "ჯალოროსის" რიგებში თავი შტეფან ელ შაარავიმ, ედინ ჯეკომ, ალესანდრო ფლორენციმ და დიეგო პეროტიმ გამოიჩინეს, "ლაციოდან" კი მარკო პაროლო გამოირჩა.
ისიც ვთქვათ, რომ ნომინალურმა მასპინძელმა თამაში 10 ფეხბურთელით ჩაამთავრა, რადგან 90-ე წუთზე მოედნიდან ვესლი ჰოედტი გააძევეს.
"რომამ" მორიგი გამარჯვება მოიპოვა და კიდევ უფრო გაიმყარა სატურნირო ვითარება. მით უმეტეს, ჩემპიონთა ლიგის საგზურისთვის ბრძოლაში უშუალო კონკურენტებმა ქულები დაკარგეს. მაგალითად, "ფიორენტინამ" "სამპდორიას" უმასპინძლა და მხოლოდ ფრეს დასჯერდა, 1:1.
რაც შეეხება "ინტერს", "ტორინო" მიიღო და სულაც დამარცხდა, 1:2.
"მილანზე" აღარაფერს ვამბობთ, რომელიც ამჯერად ბერგამოში ჩავიდა და "ატალანტასთან" წააგო.
ეგ კი არა, თუ "ნაპოლი" აიჭრა და ქულების კარგვას მოუხშირა, "რომას" მეორე ადგილზე ასვლაც შეუძლია.
XXXI ტური
2 აპრილი
კარპი-სასუოლო 1:3
გოლები: 0:1 სანსონე (4), 1:1 გალიოლო (25), 1:2 დეფრელი (35), 1:3 აჩერბი (73)
კარპი (4-4-1-1): ბელეჩი - ლეტიცია, რომანიოლი, გალიოლო, პოლი - პაშუტი, ბიანკო, კოფიე, დი გაუდიო (63. ვერდი) - პორკარი (46. ლაზანია) - მანკოზუ (78. დე გუზმანი)
სასუოლო (4-3-3): კონსილი - ვრსალკო, აჩერბი, პელუზო, ლონგი (68. კანავარო) - ბიონდინი (85. პელეგრინი), მანიანელი, დანკანი - სანსონე, ბერარდი (80. პოლიტანო), დეფრელი
გაფრთხილება: გალიოლო, ბიანკო, ვერდი - ვრსალკო, მანიანელი, სანსონე
კუთხური: 7-5; ჯარიმა: 10-19; თამაშგარე: 1-2; კარში დარტყმა: 10-9 (1-8); ბურთის ფლობა: 42%-58%.
მაყურებელი: 10 000
იუვენტუსი-ემპოლი 1:0
გოლი: 1:0 მანჯუკიჩი (44)
იუვენტუსი (3-5-2): ბუფონი - ბარძალი, რუგანი, კიელინი (54. კუადრადო) - ლიხტშტაინერი, პერეირა (81. ასამოა), მარკიზიო, პოგბა, ევრა - მორატა, მანჯუკიჩი (66. ძაძა)
ემპოლი (4-3-1-2): სკორუპსკი - ბიტანტე, კოსტა, ტონელი, მარიო რუი - ზელინსკი, პარედესი, ბუჩელი (54. კროჩე) - საპონარა (60. პიუ) - მაკარონე (75. კრუნიჩი), პუჩარელი
გაფრთხილება: ლიხტშტაინერი, ძაძა - ტონელი, პარედესი
კუთხური: 7-4; ჯარიმა: 20-14; თამაშგარე: 8-0; კარში დარტყმა: 17-7 (9-3); ბურთის ფლობა: 45%-55%.
მაყურებელი: 38 000
3 აპრილი
უდინეზე-ნაპოლი 3:1
გოლები: 1:0 ფერნანდესი (14), 1:1 იგუაინი (24), 2:1 ფერნანდესი (45), 3:1 ტერო (57)
უდინეზე (3-5-1-1): კარნეზისი - ერტო, დანილო, ფელიპე - ვიდმერი, კუზმანოვიჩი, ბადუ, ფერნანდესი, არმერო (75. პირისი) - საპატა (64. მატოსი) - ტერო (84. პერიცა)
ნაპოლი (4-3-3): გაბრიელი - ჰიუსაი, ალბიოლი, კულიბალი, გულამი - ალანი, ჟორჟინიო (74. ელ ქადური), ჰამშიკი - ინსინიე (72. გაბიადინი), კალეხონი (58. მერტენსი), იგუაინი
გაფრთხილება: ერტო, ვიდმერი, კუზმანოვიჩი, ფერნანდესი - კულიბალი, გულამი, მერტენსი
გაძევება: იგუაინი (75. ნაპოლი)
კუთხური: 2-6; ჯარიმა: 22-16; თამაშგარე: 1-4; კარში დარტყმა: 10-10 (7-3); ბურთის ფლობა: 44%-56%.
მაყურებელი: 20 000
ატალანტა-მილანი 2:1
გოლები: 0:1 ლუის ადრიანო (5-პენ.), 1:1 პინილია (44), 2:1 გომესი (62)
ატალანტა (4-2-3-1): სპორტიელო - მაზიელო, პალეტა, სტენდარდო, დრამე - დე რუნი (78. მილიაჩო), ჩიგარინი - კურტიჩი, დიამანტი (82. რაიმონდი), გომესი (90. დალესანდრო) - პინილია
მილანი (4-4-2): დონარუმა - აბატე, საპატა, რომანიოლი, ანტონელი - დე შილიო (67. მენეზი), ბერტოლაჩი (77. პოლი), მონტოლივო, ბონავენტურა - ლუის ადრიანო (58. ბალოტელი), ბაკა
გაფრთხილება: ჩიგარინი - საპატა, დე შილიო, ბერტოლაჩი
კუთხური: 8-7; ჯარიმა: 22-13; თამაშგარე: 3-2; კარში დარტყმა: 7-10 (4-5); ბურთის ფლობა: 48%-52%.
მაყურებელი: 20 000
კიევო-პალერმო 3:1
გოლები: 1:0 კაჩატორე (6), 1:1 ჯილარდინო (28), 2:1 რიგონი (53), 3:1 ბირსა (74)
კიევო (4-3-1-2): ბიძარი - კაჩატორე, სპოლი, ცეზარი, გობი - კასტრო, რადოვანოვიჩი, რიგონი (77. პინცი) - ბირსა - მეჯორინი (82. მპოკუ), ფლორო ფლორესი (59. ინგლეზე)
პალერმო (4-3-3): სორენტინო - სტრუნა, სიონეკი, ანდელკოვიჩი, ლაზაარი - ჰილემარკი (39. მარესკა), მატო, ბრუგმანი (65. კუაიზონი) - ტრაიკოვსკი (76. ბალოგი), ვასკესი, ჯილარდინო
გაფრთხილება: ფლორო ფლორესი, პინცი - ანდელკოვიჩი, სტრუნა, ვასკესი
კუთხური: 0-2; ჯარიმა: 22-15; თამაშგარე: 4-1; კარში დარტყმა: 7-10 (4-4); ბურთის ფლობა: 51%-49%.
მაყურებელი: 10 000
ფიორენტინა-სამპდორია 1:1
გოლები: 1:0 ილიჩიჩი (24), 1:1 ალვარესი (39)
ფიორენტინა (4-2-3-1): ტატარუშანუ - ტომოვიჩი, გონსალო, ასტორი, ალონსო - კოსტა (70. ბლაშიკოვსკი), ბადელი (46. ვესინო) - ტელიო, ბორხა ვალერო, ილიჩიჩი - ბაბაქარი (63. სარატე)
სამპდორია (3-4-2-1): ვივიანო - დიაკიტე, რანოკია, კასანი - დე სილვესტრი, ფერნანდო, კრსტიჩიჩი (67. ივანი), დოდო (86. მოისანდერი) - ალვარესი (63. სორიანო), კორეა - კვალიარელა
გაფრთხილება: გონსალო - კასანი, კრსტიჩიჩი
გაძევება: კორეა (71. სამპდორია)
კუთხური: 10-3; ჯარიმა: 9-19; თამაშგარე: 3-3; კარში დარტყმა: 15-7 (8-4); ბურთის ფლობა: 54%-46%.
მაყურებელი: 26 000
ჯენოა-ფროზინონე 4:0
გოლები: 1:0 სუსო (43), 2:0 სუსო (59), 3:0 რიგონი (72), 4:0 სუსო (76)
ჯენოა (3-5-2): პერინი - დე მაიო, მუნიოსი, იძო - ფლამოცი, რიგონი, ჯემაილი (78. პანაიოტისი), რინკონი, სილვა - პანდევი (20. მატავცი), სუსო (89. კაპელი)
ფროზინონე (4-3-3): ლეალი - მ. ჩოფანი, ბლანკარდი, აიეტი, პავლოვიჩი - გუჩერი, გორი, სამარკო (73. კარლინი) - კრაგლი (62. ტონევი), დიონისი (68. ლონგო), დ. ჩოფანი
გაფრთხილება: პერინი - აიეტი, გუჩერი, გორი, დიონისი
კუთხური: 11-4; ჯარიმა: 19-13; თამაშგარე: 0-0; კარში დარტყმა: 16-8 (8-3); ბურთის ფლობა: 53%-47%.
მაყურებელი: 22 000
ლაციო-რომა 1:4
გოლები: 0:1 ელ შაარავი (15), 0:2 ჯეკო (64), 1:2 პაროლო (75), 1:3 ფლორენცი (83), 1:4 პეროტი (87)
ლაციო (4-3-3): მარკეტი - პატრიჩი, ბიშევაჩი, ჰოედტი, ბრაავჰრეიდი - პაროლო, ბილია, კატალდი (84. ჯორჯევიჩი) - კანდრევა (56. კეიტა), ანდერსონი, მატრი (56. კლოზე)
რომა (4-3-3): სჩესნი - ფლორენცი, მანოლასი, რუდიგერი, დინე - კეიტა, ნაინგოლანი (71. იაგო), პიანიჩი - სალაჰი (81. ზუკანოვიჩი), ელ შაარავი (60. ჯეკო), პეროტი
გაფრთხილება: პატრიჩი, ბილია, კანდრევა, კატალდი - რუდიგერი, ნაინგოლანი
გაძევება: ჰოედტი (90. ლაციო)
კუთხური: 10-5; ჯარიმა: 14-9; თამაშგარე: 4-1; კარში დარტყმა: 13-13 (3-6); ბურთის ფლობა: 42%-58%.
მაყურებელი: 40 000
ინტერი-ტორინო 1:2
გოლები: 0:1 იკარდი (17-პენ.), 1:1 მოლინარო (55), 1:2 ბელოტი (77-პენ.)
ინტერი (4-2-3-1): ჰანდანოვიჩი - სანტონი (85. ედერი), მირანდა, ჟუანი, ნაგატომო - მედელი, ბროზოვიჩი - პერიშიჩი, ლიაიჩი (59. მურილიო), პალასიო - იკარდი (71. ბიაბიანი)
ტორინო (3-5-2): პადელი - ბოვო, იანსონი, მორეტი - პერესი, ბენასი (80. ფარნერუდი), ვივესი (67. გაცი), ობი (56. ბაზელი), მოლონარო - მაქსი ლოპესი, ბელოტი
გაფრთხილება: მედელი - მორეტი, მოლინარო, პერესი, ვივესი, ბელოტი
გაძევება: მირანდა (57. ინტერი), ნაგატომო (72. ინტერი)
კუთხური: 9-2; ჯარიმა: 13-13; თამაშგარე: 2-2; კარში დარტყმა: 7-8 (2-3); ბურთის ფლობა: 58%-42%.
მაყურებელი: 40 000
4 აპრილი
ბოლონია-ვერონა 22:45
ბომბარდირები: 29 - გონსალო იგუაინი (ნაპოლი); 14 - პაულო დიბალა (იუვენტუსი); 14 - კარლოს ბაკა (მილანი); 12 - მარტინს ედერი (სამპდორია); 11 - მასიმო მაკარონე (ემპოლი), ნიკოლა კალინიჩი (ფიორენტინა), იოსიპ ილიჩიჩი (ფიორენტინა); 10 - ლეონარდო პავოლეტი (ჯენოა), ლორენცო ინსინიე (ნაპოლი).
მომდევნო ტური
9 აპრილი:
ფროზინონე-ინტერი, კიევო-კარპი, სასუოლო-ჯენოა, მილანი-იუვენტუსი
10 აპრილი:
ემპოლი-ფიორენტინა, ტორინო-ატალანტა, ნაპოლი-ვერონა, სამპდორია-უდინეზე, პალერმო-ლაციო
11 აპრილი:
რომა-ბოლონია.
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"