* მიხაილოვიჩის მეთაურობით, "მილანმა" სერია A-ში 32 მატჩში 13 მოიგო, 10 ფრედ დაასრულა და 9 წააგო.
* "მილანი" 49 ქულით მეექვსე ადგილზეა.
"მილანის" პრეზიდენტმა მოულოდნელი გადაწყვეტილება მიიღო და სერია A-ს დასრულებამდე 6 ტურით ადრე გუნდის მთავარი მწვრთნელი შეცვალა.
მართალია, სინიშა მიხაილოვიჩის ხელში "როსონერი" ვერ ბრწყინავდა, მაგრამ სეზონის ბოლომდე ბევრი აღარაფერია დარჩენილი და ასეთ ცვლილებას აღარ ელოდნენ.
მით უმეტეს, სილვიო ბერლუსკონიმ და ადრიანო გალიანიმ არაერთხელ განაცხადეს,
"მილანის" ოფიციალურ განცხადებაში ნათქვამია, რომ კლუბი მადლობას უხდის თანამშრომლობისთვის სინიშა მიხაილოვიჩს და მომავალში წარმატებებს უსურვებს, "მილანის" მთავარი მწვრთნელის პოსტს კი კრისტიან ბროკი დაიკავებს.
კლუბის მესვეურებმა განმარტეს, რომ ამ ეტაპზე, ბროკისთან ხანგრძლივვადიანი ხელშეკრულება არ გაფორმდება და ის სეზონის ბოლომდე დარჩება პოსტზე, დანარჩენი კი ზაფხულში გამოჩნდება. აქვე ვთქვათ, რომ ბროკი აქამდე "მილანის" ახალგაზრდულ გუნდს ედგა სათავეში, უმაღლეს დონეზე კი ეს მისი პირველი გამოცდა იქნება.
რთული სათქმელია, რამდენად ფიქრობენ "მილანის" მესვეურები ბროკისთან ხანგრძლივი ხელშეკრულების დადებას, მაგრამ ალბათ არც ესაა გამორიცხული, თუკი სეზონის დარჩენილ შეხვედრებს გუნდი მაღალ დონეზე ჩაატარებს და იტალიის თასსაც მოიგებს.
ამასობაში, "გაძეტა დელო სპორტმა" "მილანის" გულშემატკივრებისთვის გამოკითხვის ჩატარება მოასწრო და გამოჩნდა, რომ ქომაგთა 92% მიხაილოვიჩის გათავისუფლებას და მის ნაცვლად ბროკის დანიშვნას არ ეთანხმება.
პრესაში ვრცელდება ცნობები, რომ ულტრასები კლუბის მესვეურთა წინააღმდეგ საპროტესტო აქციების მოწყობას აპირებენ. მოკლედ, სამწვრთნელო ცვლილებასთან ერთად, "მილანის" გარშემო ვითარება იძაბება და ვნახოთ, რა გაგრძელება ექნება ამ ამბავს.
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"