25-ე წუთზე ლუკა როსეტინიმ თავური დარტყმით გახსნა ანგარიში და დააწინაურა "ბოლონია", საპასუხო გოლი კი მეორე ტაიმის სტარტზე მოჰამედ სალაჰმა მიითვალა აქტივში. საგულისხმოა, რომ საგოლე პასი ფრანჩესკო ტოტიმ შეასრულა, რომელიც ანტრაქტის შემდეგ ჩაერთო თამაშში. ტოტი და სალაჰი დარჩენილ წუთებშიც აქტიურნი იყვნენ, მაგრამ "რომას" მეორე გოლის გატანა არ ეწერა.
ფრის მიუხედავად, სატურნირო ცხრილში "რომა"
ლუჩანო სპალეტი: "ბურთის ფლობის მხრივ, დიდი უპირატესობა გვქონდა, კარში კი 15-ჯერ დავარტყით, თუმცა დღეს მოგება არ გვეწერა. არა უშავს, ასეთებიც ხდება და მე ვიღებ ამ შედეგს.
მინდა შევაქო შეგირდები, რადგან მათ კარგად ითამაშეს და დაიმსახურეს მოგება. ამასთან, მეტოქესაც უნდა დავუფასოთ გარჯა. ფრანჩესკო ტოტი? – არ მინდა ვინმეს გამორჩევა, დღეს მთელი გუნდი კარგი იყო და ტოტიც ამ გუნდის ნაწილია. ორი ქულის დაკარგვა დასანანია, თუმცა განგაშის საფუძველს ვერ ვხედავ და ჩვენ ვაგრძელებთ სვლას უკეთესი მომავლისკენ".
მოჰამედ სალაჰი: "კარგად ვითამაშეთ, განსაკუთრებით, მეორე ტაიმში და დასანანია, რომ ვერ მოვიგეთ. მეტოქემ მხოლოდ ერთი რეალური საგოლე მომენტი შექმნა და ისიც გაიტანა, რაც ძალიან მაბრაზებს. "ნაპოლი" 6 ქულით გვისწრებს და შეცდომის უფლება აღარ გვაქვს. მომდევნო ტურში "ატალანტას" ვხვდებით და აუცილებლად უნდა მოვიგოთ".
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"