სერია A. XXXIII ტურის წინ: მეოცნებეთა ჯახი "მეაცაზე"

AutoSharing Option
XXXIII ტურის ფაქტებ
* მიროსლავ კლოზეს სერია A-ში 135 თამაშში 51 გოლი გაიტანა.

* გონსალო იგუაინისა და ლორენცო ინსინიეს დუეტს "ნაპოლის" გოლების 66% აქვს გატანილი.

* იოსიპ ილიჩიჩისა და ნიკოლა კალინიჩის დუეტს "ფიორენტინას" გოლების 46% აქვს გატანილი.

სერიები
მოგებები: იუვენტუსი - 6
წაუგებელი: იუვენტუსი - 22
მოუგებელი: პალერმო - 11
უგოლო: ფროზინონე - 3

შინ
* "იუვენტუსმა" შინ ბოლოს 14 ტურის წინ წააგო, გუნდმა "იუვენტუს არენაზე" ბოლო 12 მატჩი მოიგო და ბოლო 7 მატჩია გოლი არ გაუშვია.

სტუმრად
* "რომამ"
ბოლო ხუთი ტური მოიგო; "პალერმოს" 7 ტურია არ მოუგია.

მილანში "ინტერი" "ნაპოლის" უმასპინძლებს და ბუნებრივია, რომ ეს მატჩი ყველაზე დიდ ინტერესს იწვევს, მილანელებს ჯერ კიდევ სჯერათ, რომ ჩემპიონთა ლიგის საგზურის მოპოვებაშეუძლიათ, ნეაპოლელები კი სკუდეტოზე ოცნებობენ.

მთავარი მატჩი
"გაძეტა დელო სპორტმა" მილანურ მატჩს მეოცნებეთა ჯახი უწოდა, რადგან ნაკლებად სავარაუდოა, რომ "ნაპოლი" "იუვენტუსს" დაეწიოს, "ინტერმა" კი ჩემპიონთა ლიგის ზონაში შეაღწიოს, თუმცა მიზნები კი სწორედ ასეთი აქვთ დასახული. მეორე მხრივ, ქულები ორივე გუნდს სჭირდება და თუნდაც იმიტომ, რომ ის პოზიცია შეინარჩუნონ, რომლებიც დღე უკავიათ. მაგალითად, "ნაპოლის" "რომა" მისდევს და თუ მესამე ადგილზე ჩააჩოჩა, ნეაპოლელებს ჩემპიონთა ლიგის საკვალიფიკაციო ეტაპზე მოუწევთ ასპარეზობა.

"გაძეტა დელო სპორტის" პროგნოზით, მაურიციო სარი ნაცად 4-3-3 ტაქტიკას აირჩევს. შეგახსენებთ, რომ გონსალო იგუაინს დისკვალიფიკაცია აქვს და კიდევ სამი მატჩი ვერ დაეხმარება თანაგუნდელებს. სარის თქმით, სეზონის გადამწყვეტ მატჩებს მისი გუნდი ოპტიმალურ ფორმაში ხვდება.

"ინტერი" სავარაუდოდ 4-4-2 სქემით გაირჯება. მანჩინის თქმით, მისი გუნდი პირველ ნომრად შეეცდება თამაშს, რადგან სწორედ ასე შეიძლება "ნაპოლის" დამარცხება, რომელსაც ბურთის კონტროლი უყვარს და სწორედ უბურთოთ დარჩენა უქმნის დიდ პრობლემებს. სიტყვა ერთია, საქმე კი მოედანზე გამოჩნდება.

სავარაუდო შემადგენლობები
ინტერი (4-4-2): ჰანდანოვიჩი - ნაგატომო, მირანდა, მურილიო, დამბროზიო - ბიაბიანი, მედელი, ბროზოვიჩი, პერიშიჩი - პალასიო, იკარდი
ნაპოლი (4-3-3): რეინა - ჰიუსაი, ალბიოლი, კულიბალი, გულამი - ალანი, ჟორჟინიო, ჰამშიკი - კალეხონი, ინსინიე, გაბიადინი

ლიდერები და ბროკის დებიუტი
"იუუვენტუსი" "პალერმოს" უმასპინძლებს და ყველა ლოგიკით, მორიგი სამი ქულა უნდა ჩაიწეროს აქტივში. მასიმილიანო ალეგრის სხვა უფრო მნიშვნელოვანი საფიქრალი არ აქვს და ამიტომ, სიცილიურ გუნდს უძლიერეს შემადგენლობას დაუპირისპირებს. "გაძეტას" პროგნოზით, პაულო დიბალა თადარიგში დარჩება, თავდასხმაში კი ალვარო მორატას და მარიო მანჯუკიჩს ვიხილავთ. სერია A-ში ალეგრი 3-5-2 ტაქტიკას წყალობს და გამონაკლისი არც ეს მატჩი იქნება. "პალერმოს" ახალი მწვრთნელი ჰყავს - დავიდე ბალარდინი, რომელიც ურთულესი მატჩით იწყებს და არაა გამორიცხული, რომ იქვე დაამთავროს.

"რომას" უფრო რთული მისია აქვს, რადგან კერკეტ კაკალ "ატალანტას" ესტუმრება ბერგამოში. ლუჩანო სპალეტი ედინ ჯეკოს ისევ თადარიგში დატოვებს, შეტევაში კი ისეთ ფეხბურთელებს გაამწესებს, რომლებსაც ბურთის "თრევა" ეხერხებათ - მოკლედ, წინა ხაზზე სტეფან ელ შაარავის, დიეგო პეროტის და მოჰამედ სალაჰს ვიხილავთ.

"ბოლონიასთან" დაკარგული ქულების შემდეგ, სპალეტიმ დაამშვიდა გულშემატკივრები და ხარვეზების გამოსწორებას მომდევნო მატჩისთვის დაჰპირდა.
ყურადღების ცენტრშია გენუაც, სადაც "სამპდორიას" "მილანი" ესტუმრება.

საინტერესოა, როგორი დებიუტი ექნება "მილანის" მთავარი მწვრთნელის პოსტზე კრისატიან ბროკის, რომელმაც რამდენიმე დღის წინათ, სინიშა მიხაილოვიჩი შეცვალა.

შაბათი. 16 აპრილი
ბოლონია-ტორინო 17:00
დისკვალიფიკაცია: არავინ
ტრავმა: დესტრო, მორლეო, ტაიდერი, ოიკონომუ, დონსა - აველარი, იმობილე
ბოლო 6 მატჩი
+0=3-3 +2=1-3
ურთიერთშეხვედრები
სულ 15 თამაში: +3=7-5, (18-19)

კარპი-ჯენოა 20:00
დისკვალიფიკაცია: მუნიოსი (ჯენოა)
ტრავმა: გნაორე, ფედელე, დაპრელა, პოლი - ბურდისო, პანდევი, პერინი
ბოლო 6 მატჩი
+2=2-2 +4=0-2
ურთიერთშეხვედრები
სულ 1 თამაში: +1=0-0, (2-1)

ინტერი-ნაპოლი 22:45
დისკვალიფიკაცია: იგუაინი (ნაპოლი)
ტრავმა: არავინ
ბოლო 6 მატჩი
+3=1-2 +4=1-1
ურთიერთშეხვედრები
სულ 33 თამაში: +14=7-12, (43-38)

კვირა. 17 აპრილი
ატალანტა-რომა 14:30
დისკვალიფიკაცია: ჩიგარინი, დე რუნი (ატალანტა)
ტრავმა: კარმონა, დიამანტი - ვანკური
ბოლო 6 მატჩი
+2=1-3 +4=2-0
ურთიერთშეხვედრები
სულ 34 თამაში: +9=4-21, (37-56)

უდინეზე-კიევო 17:00
დისკვალიფიკაცია: არავინ
ტრავმა: მერკელი, გილიერმე, ბადუ - დაინელი, პეპე
ბოლო 6 მატჩი
+2=1-3 +4=1-1
ურთიერთშეხვედრები
სულ 29 თამაში: +11=11-7, (38-31)

ვერონა-ფროზინონე 17:00
დისკვალიფიკაცია: სუპრაიენი - აიეტი, ბლანკარდი
ტრავმა: ჰელანდერი, სილიგარდი, ფარესი - სამარკო
ბოლო 6 მატჩი
+1=1-4 +1=1-4
ურთიერთშეხვედრები
სულ 3 თამაში: +0=1-2, (5-7)

იუვენტუსი-პალერმო 17:00
დისკვალიფიკაცია: ძაძა - კუაიზონი
ტრავმა: კასერესი, კიელინი, პერეირა, ასამოა - გოლდანიგა
ბოლო 6 მატჩი
+6=0-0 +0=2-4
ურთიერთშეხვედრები
სულ 19 თამაში: +11=1-7, (30-18)

ფიორენტინა-სასუოლო 17:00
დისკვალიფიკაცია: ასტორი (ფიორენტინა)
ტრავმა: ბენალუანი, ფერნანდესი, ბაბაქარი - ლარიბი, მისიროლი, ანტეი, ტერანოვა, ლონგი, გაცოლა
ბოლო 6 მატჩი
+0=4-2 +3=1-2
ურთიერთშეხვედრები
სულ 5 თამაში: +2=2-1, (8-6)

ლაციო-ემპოლი 20:00
დისკვალიფიკაცია: ზელინსკი (ემპოლი)
ტრავმა: დე ვრი, რადუ, კიშნა, კონკო, მაური, მორისონი, ბრაავჰეიდი, ბასტა - ლივაია, კოსტა
ბოლო 6 მატჩი
+2=2-2 +1=2-3
ურთიერთშეხვედრები
სულ 17 თამაში: +8=5-4, (33-18)

სამპდორია-მილანი 22:45
დისკვალიფიკაცია: რანოკია (სამპდორია)
ტრავმა: კარბონერო, სალა, ივანი - ნიანგი, აბიატი
ბოლო 6 მატჩი
+3=2-1 +1=2-3
ურთიერთშეხვედრები
სულ 38 თამაში: +9=8-21, (34-66)

ბომბარდირები: 30 - გონსალო იგუაინი (ნაპოლი); 14 - პაულო დიბალა (იუვენტუსი), კარლოს ბაკა (მილანი), მაურო იკარდი (ინტერი); 12 - მარტინს ედერი (სამპდორია), იოსიპ ილიჩიჩი (ფიორენტინა).

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული