ფრანჩესკო ტოტი და ლუჩანო სპალეტი - ისევ კონფლიქტი?

AutoSharing Option
სერია A-ს 33-ე ტურის ერთ-ერთი ყველაზე საინტერესო მატჩი ბერგამოში შედგა, სადაც "ატალანტამ" "რომა" მიიღო და მატჩი ფრედ დასრულდა, 3:3.

დედაქალაქელები მარცხისგან ფრანჩესკო ტოტიმ იხსნა, რომელიც 78-ე წუთზე ჩაერთო თამაშში და მატჩის დასრულებამდე 5 წუთით ადრე ეფექტური გოლით საბოლოო ანგარიში დააფიქსირა - 3:3. იტალიურ სპორტულ პრესაში გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, მატჩის შემდეგ, გასახდელში ლუჩანო სპალეტისა და ფრანჩესკო ტოტის შორის კონფლიქტი მოხდა და საქმე ხელით შეხებამდეც კი მივიდა. ეს ცნობა სპალეტიმ კატეგორიულად უარყო:

"მსაჯთან კამათის გამო წითელი ბ
არათი მივიღე, ფეხბურთელებს კი გასახდელში ველოდებოდი. არ დავმალავ, რომ მოთამაშეებს საკმაოდ მკაცრად ვესაუბრე, რადგან საშინლად უკმაყოფილო ვიყავი მათი გარჯით, მაგრამ კონფლიქტამდე საქმე არ მისულა. ფეხბურთელზე ხელი არასდროს ამიწევია და ეს დაუშვებლად მიმაჩნია. იყო კამათი, მაგრამ ამაში საგანგაშო არაფერია, ხვალიდან კი ახალი მატჩისთვის ვიწყებთ მზადებას".

ამასობაში, პრესაში ვრცელდება ცნობები, რომ დიდი ალბათობით, სეზონის დასრულების შემდეგ ედინ ჯეკო დატოვებს "რომას" და კარიერას გერმანულ ან ინგლისურ გუნდში გააგრძელებს.

მიმდინარე სეზონში 30 წლის ფორვარდმა 28 შეხვედრაში მიიღო მონაწილეობა, 8 გოლი შეაგდო და 5 საგოლე პასი გააკეთა, თუმცა, როგორც ჩანს, ეს საკმაისი არ აღმოჩნდა კლუბის მესვეურთა და გუნდის მთავარი მწვრთნელის გულის მოსაგებად.

"რომას" ჯეკო 15 მილიონი ევრო დაუჯდა და სავარაუდოდ, მისი სატრანსფერო ფასი სწორედ ამ თანხად განისაზღვრება.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული