სერია A. XXXIV ტურის წინ: ტურინი სკუდეტოს მოლოდინში

AutoSharing Option
საჩემპიონო გზაზე ტურინის "იუვენტუსს", რომელმაც ბოლოს 69 შესაძლებელი ქულიდან მოიპოვა, საჩემპიონო გზაზე რომის "ლაციოს" შეეჩეხება.

დიდი ინტრიგა ტურინში
"იუვენტუსი" შესანიშნავ ფორმაშია, თამაშს თამაშზე იგებს და მორიგ სკუდეტოს უახლოვდება. თავის მხრივ, "ლაციოსაც" წარმატებული სერია აქვს, პროგრესი კი გუნდში ახალი მწვრთნელის დანიშვნას მოჰყვა.

სიმონე ინძაგის 100%-იანი შედეგი აქვს, თუმცა ასეთი მძიმე გამოცდის წინ ის არასდროს მდგარა. წესით, "იუვენტუს არენაზე" დიდი ბრძოლა უნდა გაჩაღდეს და თითქოს, "ლაციოც" ჰგავს იმ გუნდს, რომელმაც ტურინულ გრანდს პრობლემები უნ
და შეუქმნას...

ალვარო მორატაა დისკვალიფიცირებული და ამიტომ "იუვენტუსი" პაულო დიბალას და მარიო მანჯუკიჩის ტანდემით შეუტევს. ტურინელებს კლაუდიო მარკიზიო დააკლდებათ, რომელმაც წინა ტურში უმძიმესი ტრავმა მიიღო და არათუ მოახლოებულ მატჩს გამოტოვებს, დაახლოებით 6 თვე მოუწევს უქმობა.

მარკიზიოს არყოფნაში, ძირითად შემადგენლობაში მარიო ლემინას გამოჩენას უნდა ველოდოთ, რომელიც სამი ხედირასთან და პოლ პოგბასთან ერთად საყრდენ ხაზს გაამაგრებს. ისევ ტრავმირებულია ჯორჯო კიელინი და შესაბამისად, დაცვის ცენტრში ანდრეა ბარძალისთან და ლეო ბონუჩისთან ერთად, დანიელე რუგანი გაირჯება.

სიმონე ინძაგი 4-3-3 ტაქტიკას იყენებს, ცენტრფორვარდის პოზიციაზე კი მიროსლავ კლოზეს ეყრდნობა. ფლანგებიდან გერმანელს ბალდე კეიტა და ანტონიო კანდრევა დაეხმარებიან. ინძაგის თქმით, ფეხბურთელები მოტივირებულნი არიან, რომ სეზონი მაჟორულ ნოტზე დაასრულონ და "იუვენტუსს" იოლად არაფერს დაუთმობენ.

სავარაუდო შემადგენლობები
იუვენტუსი (3-5-2): ბუფონი - ბარძალი, ბონუჩი, რუგანი - ლიხტშტაინერი, ხედირა, ლემინა, პოგბა, სანდრო - დიბალა, მანჯუკიჩი
ლაციო (4-3-3): მარკეტი - ბასტა, ბიშევაჩი, ჯენტილეტი, ლულიჩი - ონაზი, ბილია, პაროლო - კანდრევა, კეიტა, კლოზე

"ინტერის" რთული მისია
"ინტერს" რთული მისია აქვს, რადგან ჩემპიონთა ლიგის საგზურის მოპოვება სურს, "რომას" კი 4 ქულით ჩამორჩება.

ამასთან, "ნერაძურის" "ჯენოასთან" უწევს სტუმრობა, გენუაში მოგება კი იოლი საქმე ნამდვილად არაა. მაურო იკარდია კარგ ფორმაში და სწორედ ის იქნება გამოკვეთილი ფორვარდი, სიღრმიდან კი ივან პერიშიჩი, მარტინს ედერი და როდრიგო პალასიო დაეხმარებიან.

"რომა" "ტორინოს" უმასპინძლებს და შეეცდება, რომ ნავსი გატეხოს. ბოლო 2 შეხვედრაში დედაქალაქელებმა 4 ქულა დაკარგეს და "ინტერს" ცხრილში მიახლოების საშუალება მისცეს.

რომაელებს ცეცხლთან თამაში არ სურთ და ამიტომ "ტორინო" აუცილებლად უნდა დაამარცხონ. თუმცა სურვილი ერთია, საქმეს კი "სტადიო ოლიმპიკოზე" ვნახავთ.

ოთხშაბათი. 20 აპრილი
სასუოლო-სამპდორია 20:30
დისკვალიფიკაცია: არავინ
ტრავმა: მისიროლი, ანტეი, ლარიბი, ტერანოვა, გაცოლა - კარბონერო, სალა, ივანი, კასანო
ბოლო 6 მატჩი
+2=1-3 +2=2-2
ურთიერთშეხვედრები
სულ 9 თამაში: +2=5-2, (12-11)

კიევო-ფროზინონე 22:45
დისკვალიფიკაცია: მეჯორინი, კაჩატორე (კიევო)
ტრავმა: დაინელი, ფრეი, მპოკუ - სამარკო, დიონისი
ბოლო 6 მატჩი
+3=2-1 +2=1-3
ურთიერთშეხვედრები
სულ 4 თამაში: +4=0-0, (8-1)

ემპოლი-ვერონა 22:45
დისკვალიფიკაცია: არავინ
ტრავმა: ლივაია, სკორუპსკი, ლაურინი - ფარესი, ჰელანდერი
ბოლო 6 მატჩი
+1=2-3 +1=1-4
ურთიერთშეხვედრები
სულ 9 თამაში: +3=4-2, (6-6)

ჯენოა-ინტერი 22:45
დისკვალიფიკაცია: იძო - კონდოგბია
ტრავმა: ბურდისო, პანდევი, პერინი, რინკონი (ჯენოა)
ბოლო 6 მატჩი
+4=0-2 +4=1-1
ურთიერთშეხვედრები
სულ 24 თამაში: +5=5-14, (24-45)

იუვენტუსი-ლაციო 22:45
დისკვალიფიკაცია: მორატა (იუვენტუსი)
ტრავმა: კასერესი, კიელინი, პერეირა, ნეტო, მარკიზიო - დე ვრი, რადუ, კიშნა, მაური, ბრაავჰეიდი
ბოლო 6 მატჩი
+6=0-0 +3=2-1
ურთიერთშეხვედრები
სულ 52 თამაში: +27=12-13, (83-56)

პალერმო-ატალანტა 22:45
დისკვალიფიკაცია: გოლდანიგა - მაზიელო, კურტიჩი
ტრავმა: კარმონა, ბასი, პინილია (ატალანტა)
ბოლო 6 მატჩი
+0=1-5 +1=2-3
ურთიერთშეხვედრები
სულ 19 თამაში: +6=6-7, (23-25)

რომა-ტორინო 22:45
დისკვალიფიკაცია: არავინ
ტრავმა: დინე - აველარი, იმობილე, ასკუა, ბენასი, მაქსი ლოპესი
ბოლო 6 მატჩი
+3=3-0 +3=1-2
ურთიერთშეხვედრები
სულ 27 თამაში: +16=9-2, (44-21)

უდინეზე-ფიორენტინა 22:45
დისკვალიფიკაცია: ფელიპე (უდინეზე)
ტრავმა: მერკელი, დი ნატალე, არმერო - ბენალუანი, ბაბაქარი
ბოლო 6 მატჩი
+1=2-3 +1=3-2
ურთიერთშეხვედრები
სულ 40 თამაში: +13=7-20, (50-67)

ხუთშაბათი. 21 აპრილი
მილანი-კარპი 22:45
დისკვალიფიკაცია: კუცკა - გალიოლო
ტრავმა: ნიანგი - გნაორე, ბრკიჩი
ბოლო 6 მატჩი
+1=2-3 +3=1-2
ურთიერთშეხვედრები
სულ 2 თამაში: +1=1-0, (2-1)

ბომბარდირები: 30 - გონსალო იგუაინი (ნაპოლი); 15 - კარლოს ბაკა (მილანი), მაურო იკარდი (ინტერი); 14 - პაულო დიბალა (იუვენტუსი); 13 - იოსიპ ილიჩიჩი (ფიორენტინა).

სერიები
მოგებები: იუვენტუსი - 7
წაუგებელი: იუვენტუსი - 23
ფრეები: რომა - 2
მოუგებელი: პალერმო - 12
წაგებები: პალერმო - 3

ბურთის ფლობა
59,5% ნაპოლი
58,7 ფიორენტინა
55,6 რომა
54,7 იუვენტუსი
54 ლაციო

საგოლე პასები
10 პიანიჩი (რომა)
10 ინსინიე (ნაპოლი)
9 საპონარა (ემპოლი)
9 პოგბა (იუვენტუსი)
8 დიბალა (იუვენტუსი)

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული