მატჩის შემდეგ, გასახდელში სპალეტი შეგირდებს მკაცრად ესაუბრა, რამაც ტოტი წყობიდან გამოიყვანა და თუ იტალიელ ჟურნალისტებს დავუჯერებთ, საქმე ხელჩართულ ჩხუბამდეც მივიდა. მართალია, ხელით შეხების ფაქტი მხარეებმა უარყვეს, მაგრამ ის კი ვერ დამალეს, რომ გარკვეულ უსიამოვნებას ადგილი ჰქონდა.
"გაძეტა დელო სპორტის" ცნობით, ლუჩანო სპალეტიმ "რომას" მესვეურებს ულტიმატუმი წაუყენა და თუ ტოტის ხელშეკრულება გახანგრძლივდება,
ამასობაში, ტოტის გადაბირების სურვილი ამერიკულმა კლუბმა, "ნიუ იორკ კოსმოსმა" გამოთქვა, რომელიც NASL-ში ასპარეზობს. ითქვა ისიც, რომ ამერიკელები ტოტის 4-თვიან კონტრაქტს და ამ პერიოდში 500 ათას ევროს სთავაზობენ - თუ მხარეები კმაყოფილნი დარჩებიან თანამშრომლობით, კონტრაქტი 1 წლით გახანგრძლივდება.
ამასობაში, ტოტის გადაბირების სურვილი "ლესტერმა" გამოთქვა, რომლის მთავარი მწვრთნელი კლაუდიო რანიერი უკვე ესაუბრა "რომას" კაპიტანს. ინგლისელები ტოტის 1-წლიან ხელშეკრულებას სთავაზობენ და ვნახოთ, რა გადაწყვეტილებას მიიღებს იტალიური ფეხბურთის ლეგენდა.
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"