ნეაპოლური მაფიის, "კამორას" ლიდერი "ნაპოლის" სიყვარულმა დაღუპა

AutoSharing Option
კარაბინიერებმა ნეაპოლური მაფიის, "კამორას" ლიდერი რობერტო მანგანელო დააკავეს, რომელიც წლების განმავლობაში იმალებოდა და ნომერ პირველ კრიმინალად იყო გამოცხადებული იტალიაში.

მანგანელო არაერთხელ დაუსხლტა ხელიდან სამართალდამცველებს და მის შესახებ მოპოვებულ ნებისმიერ ინფორმაციაზე დიდი პრემია იყო დაწესებული.

მოკლედ, მანგანელოზე საყოველთაო ძებნა იყო გამოცხადებული, მისი დაკავება კი კურიოზულ ვითარებაში მოხდა. "კამორას" ლიდერი ნეაპოლში, ნაქირავებ სახლში "ინტერი"-"ნაპოლის" ჩაუჯდა და სრული კომფორტისთვის, პიცის გამოძახება მოისურვა.

პიცერიის ოპერატორმა გოგონამ კლიენტს სახელი და გვარი ჰკითხა, მანგანელომ კი ინსტინქტურად სახელიც გათქვა და გვარიც, შემდეგ კი პიცის მოლოდინში ტელევიზორთან მოკალათდა.

შეკვეთიდან ნახევარ საათში, პიცით ხელში რობერტო მანგანელოს კარაბინიერები და სპეცდანიშნულების შესაბამისი დანაყოფები მიადგნენ. "კამორას" ლიდერი "ნაპოლის" თავგადაკლული ქომაგი ყოფილა, რაც მისთვის საბედისწერო გამოდგა.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
ტეგები:
მკითხველის კომენტარები / 3 /
ჩაბარდა ალბად უფრო ;)
beqa
17:56 22-04-2016
0
ნაპოლის სიყვარულს კი არა საკუთარ უტვინობას დაუღუპია!
ფეოლა
14:52 21-04-2016
0
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული