ალესანდრო კოსტაკურტა: ნუთუ "მილანს" არ სჭირდება მალდინი?

AutoSharing Option
"მილანის" ლეგენდარული მცველი ალესანდრო კოსტაკურტა 50 წლის გახდა და ხანგრძლივი პაუზის შემდეგ კვლავ მიიპყრო იტალიური სპორტული პრესის ყურადღება.

კოსტაკურტა იმ "მილანის" შემადგენელი ნაწილი იყო, რომელმაც წლების განმავლობაში უდიდეს წარმატებებს მიაღწია და რომლისგანაც აჩრდილია დარჩენილი. კოსტაკურტამ "მილანის" დღევანდელი ვითარება შეაფასა და კლუბის საკადრო პოლიტიკა გააკრიტიკა:

"რთულია იმის მშვიდად ყურება, რაც დღეს "მილანში" ხდება და კიდევ უფრო მძიმეა, როდესაც გინდა და ვერაფერს ცვლი. ეს დაახლოებით იმას ჰგავს, როდესაც ფეხბურთელს გუნდის დახმარება სურს, მაგრამ ტრავმა აქვს და თამაშს ტრიბუნიდან ადევნებს თვალს. არც მომწონს
კლუბის სატრანსფერო პოლიტიკა, რადგან გუნდში გაურკვეველი კვალიფიკაციის და რაც არანაკლებ მნიშვნელოვანია, საეჭვო რეპუტაციის ფეხბურთელები აჰყავთ.

"მილანის" ფეხბურთელი სამაგალითო უნდა იყოს როგორც მოედანზე, ისე მის მიღმა და ჩვენ დროს სწორედ ასე იყო. კასანო, ბალოტელი, მენეზი - ნიჭიერი ფეხბურთელები არიან, მაგრამ მათი ქცევები "მილანს" არ შეეფერება.

იგივე შემიძლია ვთქვა ბაკაზე, რომელსაც ბოლო შეხვედრაში ნერვებმა უმტყუნა, შეცვლა გააპროტესტა და თანაგუნდელს ხელი არ ჩამოართვა. ჩემთვის მიუღებელია კლუბის საკადრო პოლიტიკაც - გაუგებარია, რატომ არ სჭირდება "მილანს" პაოლო მალდინის სამსახური, რომელიც დაბადებულია იმისთვის, რომ მშობლიური გუნდისთვის დიდი საქმეები აკეთოს".

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 2 /
რომელი გამოცდილი მწვრთნელი მოვა, ასეთი დაბალი დონის მილანში?
salo
11:55 27-04-2016
0
რა გახდა მილანისთვის ერთი ნორმალური გამოცდილი მწვრთნელი. სად პოულობენ ამ დილეტანტებს ზეედორფს, ინძაგის, მიახალოვიჩს და ბროკის. მიიწვიონ კაპელო, პრანდელი, დონადონი, ლიპი და სხვა ასეთი გამოცდილი მწვრთნელები რომლებიც იტალიას ბევრი ყავს.
kaxa
08:19 27-04-2016
0

სიახლეები პოპულარული