დონ სილვიო დღემდე იცავს ამ სიტყვას, მაგრამ როგორც იტალიური სპორტული პრესა და კერძოდ, "გაძეტა დელო სპორტი" იუწყება, ბერლუსკონის მოუწევს სიტყვის გატეხვა და პრაქტიკულად, გადაწყვეტილი ამბავია, რომ მალე ლომბარდიული გრანდი ჩინელი მილიარდერის ხელში გადავა, რომელიც უკვე აწარმოებს მოლაპარაკებას კლუბის ამჟამინდელ მესვეურებთან და შეთანხმებამდე აღარაფერია დარჩენილი.
800 მილიონი სიტყვის გატეხვის სანაცვლოდ. ითქვა ისიც, რომ ბერლუსკონის კომპანიის, "ფინინვესტის" წარმომადგენლებმა უკვე დაადასტურეს, რომ გარიგებისთვის მზად არიან და საქმეს
"ფინინვესტი" ბერლუსკონის კომპანიაა და სწორედ ეს ფირმა აერთიანებს დონ სილვიოს ყველა კომპანიასა და ბიზნესს, მათ შორის, საფეხბურთო კლუბ "მილანს". ავტორიტეტული გამოცემის მტკიცებით, ბოლო 2 წელიწადში "მილანის" გამო "ფინინვესტმა" 180 მილიონი ევრო იზარალა და ყველა გამოთვლით, არც მომდევნო სეზონი იქნება უკეთესი.
მოკლედ, "როსონერი" ბერლუსკონის მძიმე ტვირთად აწევს - ამასთან, გუნდი ღრმა კრიზისშია და პრეზიდენტს გუნდის გულშემატკივრები უპირისპირდებიან. ამ ფონზე, დიდია ცდუნება, რომ ბერლუსკონიმ გაასხვისოს "მილანი" და არა მარტო დიდი ზარალი აიცილოს თავიდან, კოლოსალური თანხა მიიღოს.
ლაპარაკია 800 მილიონ ევროზე - აქედან 500 მილიონს ბერლუსკონი ამ ზაფხულს მიიღებს, შემდეგ კი ერთი წლის განმავლობაში კიდევ 300 მილიონს. შესაბამისად, პირველ ეტაპზე, კლუბის აქციათა 70%-ს დათმობს და შემდეგ დარჩენილ 30%-ს. მოკლედ, "მილანში" დიდი გარიგება მზადდება და თუ იტალიელ ჟურნალისტებს დავუჯერებთ, ცვლილებები გარდაუვალია...
ვინ ყიდულობს "მილანს"?
"მილანის" შეძენას ჩინელი ბიზნესმენი ჯეკ მა აპირებს, რომელიც "ალიბაბა ჯგუფის" დამფუძნებელი და საფეხბურთო კლუბ "გუანჯოუ ევერგრანდის" ერთ-ერთი მფლობელია. ჯეკ მა მსოფლიოს უმდიდრებს ადამიანებს შორის მე-18 ადგილზეა, ჩინეთში კი, ამ მხრივ, უკონკურენტოა. "ფორბსის" მონაცემებით, მისი ქონება 33.3 მილიარდ აშშ დოლარად არის შეფასებული.პრესაში ისიც დაიწერა, რომ ჯეკ მას პირველი "მილანური" პროექტი ახალი სტადიონი იქნება, რომელიც უნდა დაპროექტდეს და უახლოეს 2 წელიწადში აშენდეს. ითქვა ისიც, რომ ჩინელ ბიზნესმენს კლუბის სპორტულ დირექტორად მარჩელო ლიპის დანიშვნა სურს. ჯერჯერობით დუმს სილვიო ბერლუსკონი, ბოლო სიტყვა კი მაინც მას ეკუთვნის...
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"