მისმა "მილანმა" 4 წელიწადში მოიგო სკუდეტო, იტალიის სუპერთასი, 2-ჯერ ჩემპიონთა თასი, ორჯერ ევროპის სუპერთასი და ამდენჯერვე საკონტინეტთაშორისო თასი. თუმცა, ტიტულებზე ხშირად, საფეხბურთო სპეციალისტები და ექსპერტები იმ ნოვატორულ იდეებზე საუბრობენ, რომელიც საკიმ დანერგა და მას შემდეგ, ფეხბურთი სხვანაირი გახდა.
დღეს, საკის ნოვაციებზე საუბარს არ ვაპირებთ, რადგან ეს ცალკე თემაა და თანაც, ძალიან
* ამბობენ, რომ კარგი მწვრთნელი მხოლოდ ის შეიძლება გახდეს, ვისაც წარსულში დიდი ფეხბურთი უთამაშია. მე კი ვფიქრობ, რომ თუ გინდა გახდე კარგი ცხენოსანი, სულაც არაა აუცილებელი, რომ წარსულში იყო ცხენი.
* მატჩის შედეგი მხოლოდ გაზეთებში და წიგნებში რჩება, იქამდე გავლილი გზა კი ადამიანების მეხსიერებაში და ეს უფრო მნიშვნელოვანია.
* ფეხბურთს თამაშობენ ტვინით და მხოლოდ შემდეგ ფეხებით.
* სრულყოფილი გუნდი არ არსებობს, თუ ჩემს "მილანს" არ ჩავთვლით.
* წარმატების ფორმულა? - 5% ინტუიცია, აღმაფრენა და სიგიჟე, ხოლო 95% ჭკუა და შრომა.
* თუ მოგება გინდა, უნდა გქონდეს მახვილი თვალი, მოთმინება და მაგარი უკანალი.
* თქვენ გგონიათ, რომ პენალტების სერია ლატარეაა? - კარგად დააკვირდით და დარწმუნდებით, რომ თერთმეტმეტრიანების სერიას იგებს ის გუნდი, ვინც ამას იმსახურებს.
* როდესაც ლინდჰოლმისგან "მილანი" გადმოვიბარე, გუნდში უმაღლესი დონის ფეხბურთელები ირიცხებოდნენ, მაგრამ თითქმის არც ერთი არ ჯდებოდა ჩემს სქემაში.
* თავიდან, "მილანში" ძალიან გამიჭირდა, რადგან მოთამაშეებს არ ესმოდათ ჩემი. იტალიაში დღემდე სჯერათ, რომ თამაშს დაცვა იგებს, მე კი ვუთხარი მათ, რომ არანაკლებ მნიშვნელოვანია შეტევა. დაახლოებით ისეთი თვალებით მიყურებდნენ, როგორც ალბათ ჯორდანო ბრუნოს, როდესაც ის ამტკიცებდა, რომ დედამიწა მრგვალია და ამისთვის დაწვეს.
* იტალიაში ან გენიოსი ხარ, ან ნაგავი: ორივე შემთხვევაში, შეგიძლია არ ივარჯიშო.
* ჩემი "მილანის" წარმატების ფორმულა? - ჰოლანდიელები შეტევაში და იტალიელები დაცვაში - რა უნდა იყოს ამაზე უკეთესი?
* ერთხელ, ადრიანო გალიანიმ მითხრა, რომ ტრანსფერებში შემეძლო დამეხარჯა რამდენიც მინდოდა, მაგრამ მყისვე მქონოდა შედეგი., მე კი ვუპასუხე, რომ მერჩივნა დამეხარჯა ცოტა და შედეგისთვის მოეცათ დრო. გაინტერესებთ რა მოხდა? - დავხარჯე ცოტა და შედეგი მივიღეთ მყისვე.
* სილვიო ბერლუსკონი მიიჩნევს, რომ ფეხბურთი სპექტაკლია, მწვრთნელი რეჟისორი, მოთამაშეები კი არტისტები. კარგი შედარებაა, მაგრამ მსახიობები ფეხბურთელებზე უკეთეს პირობებში არიან, რადგან მათ მოწინააღმდეგე არ ჰყავთ.
* ფეხბურთი გუნდური თამაშია, მაგრამ არიან ფეხბურთელები, რომლებიც განასახიერებენ თვითონ გუნდს. Gულიტი იყო "მილანი", მარადონა "ნაპოლი", პლატინი "იუვენტუსი", ხოლო ფალკაო "რომა". ეჰ, რა დრო იყო.
* მარკო ვან ბასტენს შეეძლო გამხდარიყო ისეთივე ლეგენდა, როგორებიც ეუდსებიო, კრუიფი და პუშკაში არიან, თუმცა ეს ვერ შეძლო, რადგან თვითონ არ სჯეროდა ამის.
* დიეგო მარადონა უდიდესი ფეხბურთელი იყო. მქონდა შანსი, რომ "მილანში" წამეყვანა, რაც არ გავაკეთე და ალბათ შევცდი. თუმცა, არც ერთ შემთხვევაში არ გავცვლიდი არგენტინელს გულიტსა და ვან ბასტენში.
* მარადონას წინააღმდეგ თამაში, იგივეა, რომ ებრძოლო დროს, რადგან ადრე თუ გვიან, მაინც გაგიტანს.
* საუკეთესო მცველი, ვინც კი მინახავს? - ფრანკო ბარეზი. ნახევარმცველი? - ტაქტიკური კუთხით კარლო ანჩელოტი, ტექნიკური თვალსაზრისით, ფრანკ რაიკაარდი. თავდამსხმელი? - მარკო ვან ბასტენი. დიეგო მარადონა? - მას ამპლუა არ ჰქონდა.
* ბურთი მრგვალიაო, ამბობენ და ეს მართალია, როდესაც მას მიშელ პლატინი ფლობს. ნახეთ, როგორ ვკენწლი ბურთს და მიხვდევით, რომ ხანდახან ის ოთხკუთხედია.
* არ მესმის რატომ იბრძვიან იტალიური გუნდები ევროსაგზურებისთვის, თუ იქიდან პირველივე ეტაპზე უნდა გამოვარდნენ. ჩემი "მილანი" სერია A-ს მატჩებს იყენებდა იმისთვის, რომ ჩემპიონთა თასის თამაშებს იდეალურად მომზადებული შეხვედროდა.
* ყველაზე დიდი სისულელე, რაც კი მწვრთნელმა შეიძლება თქვას? - ის, რომ მას არ აინტერესებს კონკურენტების თამაში. არადა, უმეტესობა სწორედ ამას ამბობს.
* რა არ მომწონს იტალიურ ფეხბურთში? - კონსერვატული მიდგომა ყველაფრის მიმართ. ვგონებ, სტადიონებსაც იმიტომ არ ვუტარებთ რეკონსტრუქციას, რომ ვფიქრობთ, ძველი ყველაფერი კარგია.
* ამერიკაში სკანდალებს ხელოვნურად ქმნიან, რადგან მათ სჭირდებათ შოუ, ჩვენ კი ვახერხებთ, რომ სრულიად ბუნებრივად, წელიწადში მინიმუმ ერთხელ, დიდი სკადალი გადავაგოროთ. საოცარია, რომ მიუხედავად ამ ყველაფრისა, იტალიურ ფეხბურთს წარმატებები არ აკლია.
* იტალიაში ფეხბურთი სპორტი არაა, ის სოციალური მოთხოვნილებაა.
* ბავშვობაში აღფრთოვანებული ვიყავი იმ "რეალის" თამაშით, სადაც ირჯებოდნენ კოპა, დი სტეფანო, ხენტო და პიუშკაში. მაშინ რომ ეთქვათ, მოვიდიდა დრო და მე თვითონ ვიქნებოდი არანაკლებ ძლიერი გუნდის მწვრთნელი, ალბათ სიცილით მოვკვდებოდი.
* არის თუ არა მესი გენიოსი? - თუ თავდამსხმელის გასანეიტრალებლად საკმარისი არაა ერთი კონკრეტული მცველი და ამისთვის, მთელი გუნდის სისტემური და მწყიბრი მუშაობაა საჭირო, ე.ი. საქმე გენიოსთან გვაქვს. ასეთი იყო დიეგო მარადონა და ასეთია მესი.
* ლიონელ მესი დღეს ერთადერთი ფრეხბურთელია, რომელიც იმსახურებს იმ კოლოსალურ ხელფასს, რომელსაც იღებს.
* კარლო ანჩდელოტი მსოფლიოს საუკეთესო მწვრთნელია, თუმცა ერთი მინუსი მასაც აქვს - ხანდახან, ზედმეტად მშვიდია. ამიტომ, მისი ტანდემი გადარეულ ბერლუსკონისთან იდეალურ სინთეზს ქმნიდა.
* "იუვენტუსი" სხვა იტალიურ გუნდებს უსწრებს 10 წლით, თუმცა ამავდროულად, ეს "იუვე" 20 წლით ჩამორჩება 25 წლის წინანდელ "მილანს".
* "იუვენტუსის" წარმატების ფორმულა მისი დნმ-ია, ანუ გამარჯვებულის მენტალიტეტი, რომელიც ფეხბურთელებს გადაეცემათ და ისინიც მზად არიან, რომ გმირები გახდნენ.
* იტალიამ დაკარგა პატივი და ღირსება. მე არ ვარ რასისტი და ამას ჩემი კარიერა ადასტურებს, მაგრამ შეხედეთ რა ხდება ახალგაზრდულ ტურნირზე ვიარეჯოში, სადაც მოზარდების უმრავლესობა ფერადკანიანია.
* 3 უდიდესი გუნდი ფეხბურთის ისტორიაში? - 70-იანი წლების "აიაქსი", რომელშიც იოჰან კრუიფი ბრწყინავდა; 2008-2012 წლების "ბარსელონა", რომელსაც პეპ გვარდიოლა წვრთნიდა და რა თქმა უნდა, ჩემი "მილანი". სწორედ ამ 3-მა გუნდმა შეცვალა ფეხბურთი უკეთესობისკენ.
* სამოყვარულო დონიდან, მივედი მსოფლიოს ჩემპიონატის ფინალამდე - ამიტომ, საწუწუნო არაფერი მაქვს. საოცარია, მაგრამ მე, ჩემს ოცნებებს გადავაჭარბე.
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"