
გადაყენებული პორტუგალიელი პაულო ფონსეკას ნაცვლად, "მილანის" მწვრთნელად მისი 50 წლის თანამემამულე სერჟიო კონსეისაუ დანიშნეს.
სერჟიო კონსეისაუს "მილანმა" კონტრაქტი 2026 წლის ზაფხულამდე გაუფორმა. ის 2017-2024 წლებში "პორტუს" ედგა სათავეში და გუნდი მისი ხელმძღვანელობით სამჯერ გახდა ქვეყნის ჩემპიონი.
სერჟიო კონსეისაუს დანიშვნამდე "მილანმა" პოსტი მაურიციო სარის შესთავაზა, მაგრამ უარი მიიღო.
"როსონერი" 18 ტურის შემდეგ სერია A-ში მერვე ადგილზეა, ლიდერებს "ატალანტასა" და "ნაპოლის" 14 ქულით ჩამორჩება და 1 მატჩით ნაკლები აქვს ჩატარებული.