ოფიციალურად: "მილანმა" ფონსეკა დაითხოვა, "როსონერის" კონსეისაუ გაწვრთნის

AutoSharing Option
"მილანმა" პაულო ფონსეკა მთავარი მწვრთნელის თანამდებობიდან გაათავისუფლა, აღნიშნული ინფორმაცია თავად სპეციალისტმა "რომასთან" (1:1) მატჩის შემდეგ დაადასტურა.

"მართალია, რომ "მილანს" ვტოვებ. ასეთია ცხოვრება, ჩემი სინდისი სუფთაა, რადგან ყველაფერი გავაკეთე, რაც შემეძლო", - განაცხადა ფონსეკამ, რომელიც "როსონერის" ივნისის თვიდან თავკაცობდა.

"როსონერი" "პორტოს" ყოფილმა მწვრთნელმა სერჟიო კონსეისაუმ ჩაიბარა, რომელიც გასული ზაფხულის შემდეგ უმუშევარი იყო.

შეგახსენებთ, 18 ტურის შემდეგ "მილანი" სერია A-ს სატურნირო ცხრილში მე-8 ადგილს იკავებს და ჩემპიონატის ლიდერ "ნაპოლისა" და "ატალანტას" 14 ქულით ჩამორჩება.
მკითხველის კომენტარები / 3 /
Რა მიაკვდნენ ამ პორტუგალიელებს، სხვა არავინაა? Არა მგონია ეს დიდათსჯობდეს ფონსეკას.
Touter
15:13 01-01-2025
0
აქამდე უნდა ამოერტყათ პანღური იმ უცოდინარისთვის ! ეხლაც კარგად მახსოვს შახტიორში ქართველებს როგორ ჩაგრავდა @@
zura222
22:54 30-12-2024
0

სიახლეები პოპულარული