სერია A. XXXVII ტურის ფაქტები და სტატისტიკა: ბებერი იტალიური ხარის რქები...

AutoSharing Option
* 10 უხუცესი ფეხბურთელიდან, რომლებსაც ევროპის 5 წამყვან ჩემპიონატში 1 ან მეტი გოლი აქვთ გატანილი, 6 იტალიელია.

ფეხბურთელი გოლი დაბ. თარიღი
ფრანჩესკო ტოტი 5 27.09.1976
ბენჟამინ ნივე 3 02.01.1977
ლუკა ტონი 6 26.05.1977
ილტონი 1 13.09.1977
ანტონიო დი ნატალე 1 13.09.1977
რიკარდო კარვალიო 2 18.05.1978
მიროსლავ კლოზე 6 09.06.1978
კლაუდიო პიზარო 14 03.10.1978
ფრანკო ბრიენცა 3 19.03.1979
სერჯო პელისიე 5 12.04.1979

* "ნაპოლიმ" მიმდინარე სეზონში 79 ქულას მოუყარა თავი. ეს კლუბის რეკორდია.

* "იუვენტუსმა" ბოლოადგილოსან "ვერონასთან" წააგო. ტურინელები 26-მატჩიანი წაუგებელი სერიის მერე დამარცხდნენ - 25 მოგება, 1 ფრე. "ბებერმა ქალბატონმა" სერია A-ს მატჩში გოლზე მეტი დეკემბრის მერე პირველად გაუშვა და მაშინაც აუტსაიდერისგან
(კარპი).

* მხოლოდ 25 ფეხბურთელს აქვს სერია A-ში 150 და მეტი გოლი გატანილი. ერთ-ერთი მათგანი ლუკა ტონია (157 გოლი).

* გონსალო იგუაინი ანჯელილოს მერე, ანუ 1958/59 წლების სეზონის მერე გახდა პირველი ფეხბურთელი, რომელმაც სერია A-ში 33 გოლის გატანა შეძლო. "პიპიტას" ის დისკვალიფიკაცია რომ არ "გამოემუშავებინა", ალბათ, ამ წუთისთვის მეტი გოლიც ექნებოდა გატანილი.

* ანდრეა ბარძალიმ "იუვენტუსის" მაისურით 150-ე მატჩი ჩაატარა.

* "კარპის" ნიგერიელმა ლეგიონერმა ჯერი უჩე მპაკოგუმ "ლაციოს" კი გაუტანა, მაგრამ იმ დროისთვის ანგარიში 0:3 იყო. არადა, იქამდე მან ორი პენალტი გააცუდა. ბოლო ფეხბურთელი, ვინც ერთ მატჩში ორი პენალტი გააფუჭა, მასიმო მაკარონეა. ეს 2007 წელს მოხდა.

* "ლაციოს" შემტევ ნახევარმცველს, ანტონიო კანდრევას ზედიზედ სამი სეზონი 10 და მეტი გოლი გააქვს.

* ფრანჩესკო ტოტიმ იტალიის ჩემპიონატში თავისი მე-600 მატჩი ჩაატარა. იგი ჩატარებული მატჩების რაოდენობის მხრივ, მხოლოდ ხავიერ ძანეტის (615) და პაოლო მალდინის (647) ჩამორჩება.

* "კიევოსთან" მატჩის პირველ ტაიმში მეტოქის კარში "რომას" 8 ფეხბურთელმა დაარტყა - მეკარე შჩესნის, მანოლასისა და დე როსის გარდა - ყველამ. ამასობაში, ნაინგოლანმა სერია A-ში უკვე 6 გოლი დააგროვა, რაც რაჯას საუკეთესო შედეგია. ფილიპ მექსესმა კი მეტოქის კარში ზუსტად სამჯერ დაარტყა, რაც ფრანგ მცველს აქამდე არასდროს გაეკეთებინა.

* მხოლოდ პირველი ტაიმების შედეგები რომ ითვლებოდეს, პირველ სამ ადგილზე იგივე თანმიმდევრობით იქნებოდნენ "იუვენტუსი", "ნაპოლი" და "რომა". ოღონდ, იმ სხვაობით, რომ "'იუვეს" ბოლო ტურის წინ მხოლოდ 3-ქულიანი უპირატესობა ექნებოდა ნეაპოლიტანელებთან და 4-ქულიანი რომაელებთან.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული