ბერლუსკონი ითხოვს გარანტიებს, რომ ახალი მფლობელის ხელში გუნდი ძველ დიდებას დაიბრუნებს. ბერლუსკონიმ იქვე დასძინა, რომ სასურველია, თუ "მილანის" ახალი მფლობელი იტალიელი იქნება და არა უცხოელი.
მოკლედ, დონ სილვიო ითხოვს გარანტიებს, რომ "მილანში" არ მოხდება ის, რაც ხდება თუნდაც "ინტერში", რომელსაც ერიკ ტოჰირის სახით ახალი მფლობელი ჰყავს, მაგრამ ამით გუნდს ბევრი არაფერი
ბერლუსკონი მიიჩნევს, რომ "მილანი" უნდა გადავიდეს იმის ხელში, ვინც კლუბისთვის იმდენს დახარჯავს, რამდენიც საჭირო იქნება.
გავიდა რამდენიმე დღე და მილანში შედგა შეხვედრა, რომელიც დიდი ცვლილებების დასაბამი უნდა გახდეს. ბერლუსკონის კომპანია "ფინივესტის" წარმომადგენლები შეხვდნენ ჩინელ ინვესტორებს, რომლებიც მზად არიან, რომ კლუბის აქციათა საკონტროლო პაკეტი იყიდონ.
ბერლუსკონიმ მოლაპარაკებას მწვანე აუნთო და გაფორმდა მემორანდუმი, რომლის მიხედვითაც, ჩინელებმა მიიღეს "მილანის" შეძენასთან დაკავშირებით მოლაპარაკების ექსკლუზიური უფლება, რაც იმას ნიშნავს, რომ პროცესი ოფიციალურად დაწყებულია და ბერლუსკონის სხვა კომპანიასთან მოლაპარაკების წარმოება ეკრძალება უახლოესი 45 დღის განმავლობაში.
ამ პერიოდში, მხარეებმა შეთანხმებას უნდა მიაღწიონ და "მილანი" ჩინელების მმართველობაში გადავიდეს. აქვე ვთქვათ, რომ შესაძლებელია, მოლაპარაკება წარუმატებლად დასრულდეს და ბერლუსკონიმ უარი განაცხადოს კლუბის განსხვისებაზე. მოკლედ, ყველა კითხვას მაქსიმუმ 45 დღეში გაეცემა პასუხი.
"გაძეტა დელო სპორტის" ინფორმაციით, მოლაპარაკების წარმატებით დასრულების შემთხვევაში, ჩინელები საწყის ეტაპზე "მილანის" აქციათა 70%-ს შეიძენენ და ამაში 740 მილიონ ევროს გადაიხდიან, დარჩენილი 30%-ის ბედი კი ერთი წლის განმავლობაში გაირკვევა.
ბერლუსკონის სურს, რომ დაიტოვოს წილი და ეს საკითხიც 45-დღიან პერიოდში გაირკვევა.
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"