მოულოდნელი ინფორმაცია: ჩეზარე პრანდელიმ შესაძლოა "ატალანტა" ჩაიბაროს

AutoSharing Option
მოულოდნელი ინფორმაცია გავრცელდა იტალიურ სპორტულ პრესაში, რომლის მიხედვითაც, დიდია შანსი, რომ ჩეზარე პრანდელი "ატალანტას" ჩაუდგეს სათავეში.

იტალიის ნაკრების ყოფილმა მესაჭემ არაერთხელ განაცხადა, რომ ამბიციურ გუნდში სურდა მუშაობა ხანგრძლივვადიანი პროექტით და ნაკლებად სავარაუდო იყო, თუ ბერგამოული კლუბი მისთვის საინტერესო იქნებოდა.

როგორც ჩანს, პრანდელიმ ვერ მიიღო სასურველი შეთავაზება და არსებული ვარიანტებიდან, საუკეთესოდ "ატალანტა" მიიჩნია.

"გაძეტა დელო სპორტის" მტკიცებით, მოლაპარაკება აქტიურ ფაზაშია და შეთანხმებას წინ ბევრი არაფერი უდგას.

ბერგამოელები მზად არიან, რომ ჯიბეზე ხელი გაიკრან და პრანდელის წელიწადში 1.5 მილიონი ევრო გადაუხადონ. შეგახსენებთ,
რომ 58 წლის სპეციალისტი ბოლოს "გალათასარაის" ედგა სათავეში და იქ სეზონში 5 მილიონ ევროს იღებდა.

(იბეჭდება მცირე ცვლილებით)
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული