ბოლო პერიოდში სულ უფრო ხშირად ისმის მაურო იკარდის "ინტერიდან" შესაძლო აბარგების შეხახებ. იტალიურ სპორტულ პრესაში წერენ, რომ 23 წლის არგენტინელი ფორვარდით ინგლისური კლუბები არიან დაინტერესებულნი, კერძოდ კი, "არსენალი" და "ჩელსი". თუმცა, თავად ფეხბურთელს "ინტერში" სურს დარჩენა და ამაზე მისი კომენტარი მოწმობს:
"ინგლისური კლუბების ინტერესი ძალიან მსიამოვნებს, მაგრამ შემიძლია თამამად გითხრათ, რომ მილანიდან აბარგებას არ ვაპირებ და კარიერას "ინტერში" გავაგრძელებ.
კლუბთან ხელშეკრულება 2019 წლამდე მაქვს და ჩემი სურვილია, რომ პირობები ბოლომდე დავიცვა. მსურს თუ არა ვიყო "ინტერის" ახალი ძანეტი? - იქამდე
ძალიან დიდი გზაა გასავლელი და შესაბამისად, ასეთ ამბიციურ განცხადებას ვერ გავაკეთებ. ფაქტია, რომ დღეს "ინტერში" ვარ, მსურს, სწორედ მილანურ გრანდთან ერთად მოვიპოვო ტიტულები და შესაბამისად, არსად არ მივდივარ, დანარჩენს კი დრო გვიჩვენებს".
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"