* "იუვენტუსმა" ჩემპიონატში 22-ჯერ შეინახა კარი მშრალად, რაც 2013/14 წლების "იუვეს" და 1993/94 წლების "მილანის" რეკორდის გამეორებაა.
* კრისტიან აბიატიმ კარიერა დაასრულა, ანტონიო დი ნატალემ კი ბოლო მატჩი გამართა "უდინეზეს" შემადგენლობაში.
სერია A-ს 2015/16 წლების გათამაშება დასრულდა. ჩემპიონი "იუვენტუსი" გახდა, ჩემპიონთა ლიგის ჯგუფში "ნაპოლი" ითამაშებს, საკვალიფიკაციოზე - "რომა", ხოლო ევროპალიგაზე, "ინტერისა" და "ფიორენტინას" გარდა, ან "სასუოლო" გაირჯება, ან "მილანი". სერია B-ში "ვერონა", "ფროზინონე" და "კარპი" დაქვეითდნენ.
"იუვეს"
საჩემპიონო ფიესტა
დიდი საჩემპიონო ზეიმი იყო ტურინში, სადაც "იუვენტუსმა" "სამპდორიას" უმასპინძლა და 5 უპასუხო გოლი მიართვა მეტოქეს. დუბლი შეასრულა პაულო დიბალამ, თითო გოლი კი პატრის ევრამ, ჯორჯო კიელინიმ და ლეონარდო ბონუჩიმ შეაგდეს.ანგარიშიდანაც ჩანს, რომ "იუვენტუსმა" გადაუარა მეტოქეს, განსაკუთრებით კარგად კი მაინც დიბალა გაისარჯა, რომელიც უბრალოდ შეუდარებელი იყო. არგენტინელმა ერთი პენალტით შეაგდო, მეორე კი - შორი მანძილიდან უძლიერესი დარტყმით. პაულო "იუვეს" ლიდერად ყალიბდება და როგორც ჩანს, მომდევნო სეზონში გუნდის მთავარი დამრტყმელი ძალა იქნება. შესანიშნავი გოლი შეაგდო ჯორჯო კიელინიმ, რომელმაც უძლიერესი დარტყმით მეტოქის კარის ცხრიანი გაგლიჯა.
მატჩის შემდეგ სტადიონზე საჩემპიონო ფიესტა დაიწყო - "იუვეს" ფეხბურთელებმა თასი აღმართეს და გულშემატკივრებთან ერთად მორიგი სკუდეტო იზეიმეს. შეგახსენებთ, რომ ტურინელებმა ზედიზედ მე-5, სულ კი 32-ე საჩემპიონო ტიტული მოიპოვეს, თუმცა თვითონ თვლიან, რომ ეს მათი 34-ე სკუდეტოა, რადგან "კალჩოპოლის" შემდეგ მათთვის 2 ტიტულის ჩამორთმევა უსამართლო იყო.
აქვე ვთქვათ, რომ "იუვენტუსმა" 22 თამაშში შეინახა კარი მშრალად, რაც რეკორდის გამეორებაა - ასეთი შედეგი ჰქონდა თვითონ "იუვენტუსს" 2013/14 წლების სეზონში და "მილანს" 1993/94 წლების სეზონში.
ბრავო ჯანლუიჯი ბუფონს, ბრავო მასიმილიანო ალეგრის და ბრავო "იუვენტუსს", რომელიც საშინელი სტარტის შემდეგ ბრწყინვალედ ათამაშდა და მორიგი სკუდეტო დამსაურებულად მოიგო.
იგუაინის ისტორიული შედეგი
"ნაპოლის" სამი ქულა სჭირდებოდა ჩეპიონთა ლიგის ჯგუფურ ტურნირზე მოსახვედრად და ეჭვი არავის ეპარებოდა, რომ საკუთარ კედლებში "ფროზინონეს" დაამარცხებდა. ასეც მოხდა - მაურიციო სარის შეგირდებმა შანსი არ დაუტოვეს მეტოქეს და 4 უპასუხო გოლი გაუტანეს. ერთი გოლი მარეკ ჰამშიკის ანგარიშზეა, ხოლო სამი - გონსალო იგუაინის, რომელთაგან ერთი და კერძოდ, მესამე, ფანტასტიკური გამოვიდა - არგენტინელმა მკერდზე მიიღო ბურთი და ვარდნაში გადაგზავნა მეტოქის კარის ჩარჩოში.
ამრიგად, არგენტინელმა ფორვარდმა ჩემპიონატი 36 გოლით დაასრულა და სერია A-ს ყველა დროის რეკორდი დაამყარა!!! დიახ, გონსალომ გუნარ ნორდალის რეკორდი დაამხო, რომელმაც 1949/50 წლების სეზონში "მილანის" შემადგენლობაში 35 გოლი შეაგდო.
მართლაც ფანტასტიკური შედეგია, რომელიც "ნაპოლის" სკუდეტოს მოსაპოვებლად ვერა, მაგრამ მეორე ადგილის დასაკავებლად და ჩემპიონთა ლიგაზე გასასვლელად კი ნამდვილად ეყო.
აურელილიო დე ლაურენტისი ("ნაპოლის" პრეზიდენტი): "მინდა მოვულოცო გულშემატკივრებს ჩემპიონთა ლიგაზე დაბრუნება, რადგან ეს ჩვენი ოცნება და მიზანი იყო. მადლობა მაურიციო სარის, ფეხბურთელებს და გუნდის თითოეულ წევრს. ჩვენ მშვიდად და მეთოდურად გავაძლიერებთ შემადგენლობას, რათა ევროპაში კონკურენტუნარიანი გუნდი გვყავდეს. პირველად ლორენცო ტონელის დავიმატებთ "ემპოლიდან", შემდეგ კი სხვა ტრანსფერებზეც ვიზრუნებთ".
მაურიციო სარი (ნაპოლი): "მადლობა ყველას, ვინც ასე თბილად მიმიღო, რადგან სწორედ ერთად დგომით მივაღწიეთ დადებით შედეგს. სწორ გზაზე ვდგავართ, კიდევ უფრო მეტი უნდა ვიშრომოთ და დიდი გამარჯვებებიც მოვა. "ნაპოლი" მეორეა ცხრილში, ჩვენი გულშემატკივრები კი ნამდვილად იტალიის ჩემპიონები არიან".
"სასუოლომ" "მილანს" აჯობა
"სასუოლომ" საკუთარ მოედანზე "ინტერი" დაამარცხა და ჩემპიონატი მე-6 ადგილზე დაასრულა, რაც იმას ნიშნავს, რომ თუ "მილანმა" იტალიის თასის ფინალი წააგო "იუვენტუსთან", მაშინ ევროპალიგაზე სწორედ ეუსებიო დი ფრანჩესკოს გუნდი გავა. მოკლედ, "სასუოლო" ისტორიულ მიზანთან ახლოა და სეზონის მიხედვით, იმსახურებს კიდეც ამ შედეგს. როგორც მთელი ჩემპიონატი, "სასუოლომ" "ინტერთან" მატჩიც ბრწყინვალედ წარმართა და დამსახურებული გამარჯვება მოიპოვა.
"მილანმა" კიდევ ერთი მატჩი წააგო და ამჯერად, "რომასთან" შერცხვა, 1:3. ლუჩანო სპალეტის შეგირდებმა ყველა კომპონენტში დაჯაბნეს მეტოქე და უფრო დიდი ანგარიშითაც შეეძლოთ მოგება. აღსანიშნავია, რომ "როსონერის" ერთი გოლი სტეფან ელ შაარავიმ შეუგდო, რომელიც სწორედ "მილანმა" გაანათხოვრა დედაქალაქურ გუნდში.
"პატარა ფარაონმა" გოლი არ აღნიშნა და გულშემატკივრებს ბოდიშიც მოუხადა. თავის მხრივ, "მილანის" ქომაგებმა ელ შაარავი ტაშით გააცილეს მოედნიდან. აქვე ვთქვათ, რომ "სან სირომ" მქუხარე ოვაციები არც ფრანჩესკო ტოტის დააკლო, რომელიც მეორე ტაიმში შევიდა მინდორზე და ბრწყინვალე პასით რომაელთა მესამე გოლს დაუდო სათავე.
ბოლო მატჩები
ლუკა ტონის შემდეგ საფეხბურთო კარიერა კიდევ ერთმა ვეტერანმა კრისტიან აბიატიმ დაასრულა. 38 წლის მეკარემ კარიერის დიდი ნაწილი "მილანში" გაატარა, "რომასთან" მატჩის შემდეგ კი გულშემატკივრებმა მას თბილი გაცილება მოუწყვეს. მატჩის შემდეგ აბიატიმ მადლობა გადაუხადა ქომაგებს და დასძინა, რომ ამიერიდან, დროის დიდ ნაწილს ოჯახს და კიდევ ერთ გატაცებას, მოტოციკლებს დაუთმობს.
თავისი ბოლო შეხვედრა გამართა "უდინეზეს" შემადგენლობაში ანტონიო დი ნატალემ, რომელმაც უდინურ გუნდში ბოლო 12 წელი გაატარა, უამრავი გოლი შეაგდო, მაგრამ ტიტული ვერ მოიპოვა.
მიუხედავად ამისა, ტოტო თავს ბედნიერად თვლის, რომ კარიერის დიდი ნაწილი სწორედ "უდინეზეში" გაატარა, სამომავლო გეგმების შესახებ კი ჯერჯერობით არაფერი უთქვამს.
"ლაციოს" შემადგელობაში ბოლო მატჩი გამართა მიროსლავ კლოზემ და მასაც ქომაგებმა დიდი ოვაციები მოუწყვეს. საგულისხმოა, რომ დი ნატალემაც და კლოზემაც თერთმეტმეტრიანი დარტყმით იხეირეს.
"ტორინოსთან" მატჩის შემდეგ "ემპოლის" მწვრთნელმა მარკო ჯამპაოლომ განაცხადა, რომ ხვალიდან ის აღარ იქნება ტოსკანური გუნდის თავკაცი, რადგან კლუბის მესვეურებთან შეხვედრამ კონტრაქტის გახანგრძლივებასთან დაკავშირებით, უშედეგოდ ჩაიარა. ცნობილია ისიც, რომ "ემპოლის" სამი წამყვანი ფეხბურთელი დატოვებს: ტონელი, მარიო რუი და საპონარა. საინტერესოა, რა ბედი ელის ლევან მჭედლიძეს...
14 მაისი
იუვენტუსი-სამპდორია 5:0
გოლები: 1:0 ევრა (5), 2:0 დიბალა (15-პენ.), 3:0 დიბალა (37), 4:0 კიელინი (77), 5:0 ბონუჩი (85)
იუვენტუსი (3-5-2): ნეტო - ბარძალი, ბონუჩი, კიელინი - ლიხტშტაინერი, პერეირა (66. სტურარო), ერნანესი, პოგბა, ევრა - დიბალა (67. მორატა), მანჯუკიჩი (75. ძაძა)
სამპდორია (3-5-1-1): ბრინიოლი - სილვესტრი, დიაკიტე, სკრინიარი - სალა (55. რანოკია), კორეა (76. სორიანო), კრსტიჩიჩი, ბარეტო, დოდო - ალვარესი - კვალიარელა (86. პონჩე)
გაფრთხილება: კიელინი, ერნანესი, სტურარო - სალა
გაძევება: სკრინიარი (14. სამპდორია)
კუთხური: 13-2; ჯარიმა: 15-4; თამაშგარე: 3-0; კარში დარტყმა: 20-4 (12-1); ბურთის ფლობა: 69%-31%.
მაყურებელი: 40 000
მილანი-რომა 1:3
გოლები: 0:1 სალაჰი (19), 0:2 ელ შაარავი (59), 0:3 ემერსონი (82), 1:3 ბაკა (86)
მილანი (4-3-1-2): დონარუმა - დე შილიო, მექსე, ალექსი (66. კალაბრია), რომანიოლი - კუცკა, ლოკატელი, ბერტოლაჩი (57. ბონავენტურა) - ჰონდა - ბალოტელი (46. ლუის ადრიანო), ბაკა
რომა (4-3-1-2): სჩესნი - ფლორენცი, მანოლასი, რუდიგერი, დინე - სტროტმანი (63. ტოტი), დე როსი, ნაინგოლანი - პიანიჩი - ელ შაარავი (78. ემერსონი), სალაჰი (85. ჯეკო)
გაფრთხილება: დონარუმა, მექსე, ლოკატელი, ლუის ადრიანო (მილანი)
კუთხური: 4-1; ჯარიმა: 12-7; თამაშგარე: 3-4; კარში დარტყმა: 16-13 (7-9); ბურთის ფლობა: 35%-65%.
მაყურებელი: 41 000
ნაპოლი-ფროზინონე 4:0
გოლები: 1:0 ჰამშიკი (44), 2:0 იგუაინი (52), 3:0 იგუაინი (62), 4:0 იგუაინი (71)
ნაპოლი (4-3-3): რეინა - ჰიუსაი, კირიკეში, კულიბალი (76. რეჯინი), გულამი - ალანი, ჟორჟინიო, ჰამშიკი (83. დავიდ ლოპესი) - ინსინიე, კალეხონი (65. მერტენსი), იგუაინი
ფროზინონე (4-3-1-2): საპინო - მ. ჩოფანი, ბლანკარდი, რუსო, კრიველო - კარლინი (68. კრაგლი), გორი, ფრარა (78. სოდიმო) - სამარკო - დიონისი (68. გუჩერი), დ. ჩოფანი
გაფრთხილება: ჟორჟინიო - კრიველო
გაძევება: გორი (13. ფროზინონე)
კუთხური: 16-0; ჯარიმა: 9-7; თამაშგარე: 3-3; კარში დარტყმა: 25-7 (13-3); ბურთის ფლობა: 74%-26%.
მაყურებელი: 50 000
სასუოლო-ინტერი 3:1
გოლები: 1:0 პოლიტანო (6), 2:0 პელეგრინი (26), 2:1 პალასიო (31), 3:1 პოლიტანო (39)
სასუოლო (4-3-3): კონსილი - გაცოლა, აჩერბი, კანავარო, პელუზო - პელეგრინი (74. მისიროლი), მანიანელი, დანკანი - სანსონე, პოლიტანო (80. ბიონდინი), დეფრელი (51. ფალჩინელი)
ინტერი (4-3-3): კარიცო (72. რადუ) - დამბროზიო, ჟუანი, მურილიო, ტელესი - კონდოგბია (70. ნაგატომო), მელო, ბროზოვიჩი - იოვეტიჩი, ედერი, პალასიო (81. დელა ჯოვანა)
გაფრთხილება: კანავარო, მანიანელი, დანკანი - ჟუანი, ტელესი, ბროზოვიჩი
გაძევება: მურილიო (59. ინტერი)
კუთხური: 5-7; ჯარიმა: 8-12; თამაშგარე: 2-7; კარში დარტყმა: 10-9 (3-6); ბურთის ფლობა: 47%-53%.
მაყურებელი: 12 000
15 მაისი
კიევო-ბოლონია 0:0
კიევო (4-3-1-2): სეკულინი - სარდო (38. კოსტა), სპოლი, გამბერინი, კაჩატორე - რიგონი, პინცი, ჰეტემაი - მპოკუ - ფლორო ფლორესი (65. ინგლეზე), პელისიერი (61. მეჯორინი)
ბოლონია (4-2-3-1): მირანტე - კრაფტი, როსეტინი, ფერარი, მაზინა (49. ცუნიგა) - ბრიგი, კრიზეტიგი - მუნიერი (71. პულგარი), ბრიენცა, ჯაკერინი (83. ტაბაკი) - ფლოკარი
გაფრთხილება: სარდო, მპოკუ - ჯაკერინი
კუთხური: 5-7; ჯარიმა: 16-15; თამაშგარე: 3-1; კარში დარტყმა: 3-13 (1-4); ბურთის ფლობა: 48%-52%.
მაყურებელი: 12 000
ემპოლი-ტორინო 2:1
გოლები: 1:0 მაკარონე (12), 2:0 ზელინსკი (54), 2:1 ობი (56)
ემპოლი (4-3-1-2): პულიეზი - ძამბელი, კოსტა, კოშიჩი, მარიო რუი - ზელინსკი, პარედესი (62. მაიელო), კროჩე - საპონარა (72. კრანიჩი) - მაკარონე (77. პიუ), პუჩარელი
ტორინო (3-5-2): პადელი - გლიკი, იანსონი, მორეტი - ძაპაკოსტა, ბაზელი (40. ბენასი), გაცი, ობი (71. ფარნერუდი), პერესი - მარტინესი (60. იმობილე), ბელოტი
გაფრთხილება: ძამბელი, პარედესი - ობი
კუთხური: 3-4; ჯარიმა: 10-10; თამაშგარე: 1-4; კარში დარტყმა: 9-12 (4-5); ბურთის ფლობა: 48%-52%.
მაყურებელი: 10 000
ჯენოა-ატალანტა 1:2
გოლები: 0:1 დალესანდრო (52), 1:1 პავოლეტი (58), 1:2 კურტიჩი (82)
ჯენოა (3-5-2): ლამანა - მუნიოსი, ბურდისო, იძო - ანსალდი, რიგონი (54. პანდევი), რინკონი, ჯემაილი (52. პანაიოტისი), ლაქსალტი - სუსო (75. სილვა), პავოლეტი
ატალანტა (4-2-3-1): რადუნოვიჩი - კონტი, მაზიელო, ჯიმისტი, ბრივიო - დე რუნი, ფრეულერი (78. მონაკელო) - დალესანდრო (74. კურტიჩი), გალიარდინი (82. ჩიგარინი), გომესი - ბორიელო
გაფრთხილება: იძო, რინკონი, ლაქსალტი - მაზიელო, ბრივიო, დალესანდრო
კუთხური: 7-5; ჯარიმა: 19-14; თამაშგარე: 3-1; კარში დარტყმა: 11-9 (3-3); ბურთის ფლობა: 54%-36%.
მაყურებელი: 22 000
ლაციო-ფიორენტინა 2:4
გოლები: 1:0 ლულიჩი (2), 1:1 ვესინო (31), 1:2 ბერნარდესკი (40), 1:3 ტელიო (45), 1:4 ვესინო (70), 2:4 კლოზე (74-პენ.)
ლაციო (4-3-3): მარკეტი - კონკო, ჯენტილეტი, ბიშევაჩი, ლულიჩი - პაროლო, ონაზი (84. მაური), კატალდი (60. სავიჩი) - კანდრევა (68. ანდერსონი), კეიტა, კლოზე
ფიორენტინა (4-3-3): ლეძერინი - ტომოვიჩი, გონსალო, ასტორი, ალონსო (29. რონკალია) - ვესინო (80. კოსტა), ბადელი, ფერნანდესი - ბერნარდესკი, ტელიო (84. კალინიჩი), სარატე
გაფრთხილება: კოსტა (ფიორენტინა)
კუთხური: 6-4; ჯარიმა: 8-10; თამაშგარე: 1-0; კარში დარტყმა: 16-13 (7-6); ბურთის ფლობა: 44%-56%.
მაყურებელი: 30 000
პალერმო-ვერონა 3:2
გოლები: 1:0 ვასკესი (28), 1:1 ვივიანი (48), 2:1 მარესკა (51), 3:1 ჯილარდინო (64), 3:2 პიზანო (84)
პალერმო (3-4-2-1): სორენტინო - ციონეკი, გონსალესი, ანდელკოვიჩი - რისპოლი (83. ვიტიელო), ჰილემარკი, მარესკა, მორგანელა - ვასკესი (90. მატო), ტრაიკოვსკი (56. ლაზაარი) - ჯილარდინო
ვერონა (4-2-3-1): გოლინი - პიზანო, ჰელანდერი, ბიანკეტი, ემანუელსონი - ვივიანი, მარონე (71. ფუმანი) - ვსზოლეკი, იონიცა (46. რომულო), სილიგარდი (80. კეკინი) - პაცინი
გაფრთხილება: ვასკესი, ჯილარდინო - ვივიანი, კეკინი
გაძევება: მორგანელა (34) - ვსზოლეკი (34)
კუთხური: 4-4; ჯარიმა: 18-19; თამაშგარე: 2-1; კარში დარტყმა: 5-10 (3-3); ბურთის ფლობა: 37%-63%.
მაყურებელი: 35 000
უდინეზე-კარპი 1:2
გოლები: 0:1 ვერდი (36-პენ.), 0:2 ვერდი (38), 1:2 დი ნატალე (79-პენ.)
უდინეზე (3-5-2): კარნეზისი - პირისი, დანილო, ფელიპე - ვიდმერი (90. დომიცი), ბადუ, ლოდი, ფერნანდესი (78. დი ნატალე), ალი ადნანი (46. პასკუალე) - საპატა, ტერო
კარპი (3-5-1-1): კოლომბი - ძაკარდო, სუაგერი, გალიოლო - საბელი, კრიმი (59. პორკარი), მარტინიო (86. კოფიე), ბიანკო, პაშუტი - ვერდი (82. დი გაუდიო) - ლაზანია
გაფრთხილება: ფელიპე, ბადუ, პასკუალე - სუაგერი, გალიოლო, კრიმი
გაძევება: ტერო (37. უდინეზე)
კუთხური: 6-3; ჯარიმა: 13-15; თამაშგარე: 0-6; კარში დარტყმა: 12-8 (6-5); ბურთის ფლობა: 53%-47%.
მაყურებელი: 20 000
ბომბარდირი: 36 - გონსალო იგუაინი (ნაპოლი).
სხვები: 19 - პაულო დიბალა (იუვენტუსი); 17 - კარლოს ბაკა (მილანი), მაურო იკარდი (ინტერი).
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"