სერია A. ბოლო ტურის ფაქტები და სტატისტიკა: "სასუოლოს" შანსი

AutoSharing Option
* გონსალო იგუაინმა სერია A 36 გოლით დაასრულა. ერთ სეზონში აქამდე ამდენი არავის გაუტანია და "პიპიტა" რეკორდსმენი გახდა.

* "იუვენტუსმა" ამ სეზონში კარი მშრალად 22-ჯერ შეინახა, რითაც გაიმეორა რეკორდი, რომელიც 2013/14 წლების სეზონში თავად დაამყარეს, ხოლო 1993/94 წლების სეზონში - "მილანმა".

* პაულო დიბალამ 28 გოლში მიიღო მონაწილეობა - 19 გაიტანა, 9-ჯერ კი პასი გააკეთა. ეს ტურინული კლუბის რიგებში საუკეთესო მაჩვენებელია 2007/08 წლების სეზონის მერე.

* ჩემპიონმა "იუვემ" სეზონი "სამპდორიასთან" საშინაო მოგებით დაასრულა. გენუელებთან წინა 4 საშინაო შეხვედრაში "ბებერ ქალბატონს"
მხოლოდ 1 გამარჯვება ჰქონდა.

* კრისტიან აბიატიმ სერია A-ში 281-ე მატჩი ჩაატარა "მილანის" მაისურით. ეს "როსონერის" ისტორიაში მეკარეებს შორის საუკეთესო მაჩვენებელია.

* "ნაპოლიმ" ისეთ შეხვედრებში, რომლებსაც იგებდა, მხოლოდ 7 ქულა დაკარგა. ეს "იუვენტუსთან" ერთად საუკეთესო მაჩვენებელია.

* მასიმილიანო ალეგრის მაჩვენებელი ორი სეზონის განმავლობაში ჩემპიონატში მატჩში საშუალოდ 2,33 ქულაა. ანტონიო კონტეს მაჩვენებელი პირველ ორ სეზონში 2,25 იყო.

* გონსალო იგუაინმა სერია A-ს 24 სხვადასხვა შეხვედრაში გაიტანა გოლი, რაც რეკორდია.

* "იუვენტუსმა" იმ მატჩების 57%-ში შეინახა კარი მშრალად, რომლებშიც ჯანლუიჯი ბუფონმა და ანდრეა ბარძალიმ შეუცვლელად ითამაშეს.

* "სასუოლო" ისტორიაში პირველად ევროსარბიელზე ითამაშებს, თუ 21 მაისს იტალიის თასის ფინალში "მილანი" "იუვენტუსს" ვერ აჯობებს. "როსონერის" გამარჯვების შემთხვევაში ევროპალიგის საგზურს სწორედ მილანელები მოიპოვებენ.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული