დღეს ანტონიო კონტე "სკუადრა აძურას" გაფართოებულ შემადგენლობას დაასახელებს, საიდანაც შემდეგ 23 ფეხბურთელს შეარჩევს.
მიუხედავად იმისა, რომ ანდრეა პირლო პირველად 28-კაციან განაცხადში არ მოხვდა, ის მაინც იტოვებს იმედს, რომ ევროპის ჩემპიონატზე გაემგზავრება და როგორც აღმოჩნდა, მას ჰქონია კიდეც ამ იმედის რეალური საფუძველი. 37 წლის ვეტერანი ჟურნალისტებს გაესაუბრა და შემდეგი განუცხადა:
"პირველ შეკრებაზე კონტემ გამოიძახა ის ფეხბურთელები, რომლებსაც ოფიციალური მატჩები აღარ ჰქონ
ველაპარაკეთ კონტეს და გვითხრა, რომ ჩვენთან დაკავშირებით, საბოლოო გადაწყვეტილება არ მიუღია. ამიტომ იმედი არ დაგვიკარგავს და გამოძახებას ველოდებით. ამ ეტაპზე, მეტს ვერაფერს გეტყვით".
ამასობაში, ანტონიო კონტემ განაცხადა, რომ ევროპის ჩემპიონატისთვის მზადების დროს ფეხბურთელებისთვის საკვები რაციონი მკაცრად გაიწერება და გარკვეულ კერძებზე აკრძალვა დაწესდება. მაგალითად, ფეხბურთელები ვერ მიირთმევენ პიცას, ასევე, რამდენიმე სახეობის სპაგეტის და კიდევ არაერთ ტრადიციულ იტალიურ კერძს, რომლებიც ცომეულისგან შედგება. ასევე, აიკრძალება კრუასანი, ნაყინი, ჩიფსები და ტკბილეული.
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"