* ალვარო მორატას ბედი "რეალისა" და თავად ფეხბურთელის ხელშია.
* მომავალ სეზონში "იუვენტუსის" მიზანი ჩემპიონთა ლიგის მოგებაა.
სკუდეტოს მოპოვების შემდეგ, "იუვენტუსმა" იტალიის თასიც მოიგო და ოქროს დუბლი შეასრულა.
აღსანიშნავია, რომ ტურინულმა გრანდმა ზედიზედ მეორედ შეასრულა დუბლი, რაც პირველად მოხდა კლუბის მდიდარ ისტორიაში. "ვეკია სენიორას" მთავარი მწვრთნელი მასიმილიანო ალეგრი დამსახურებულ შვებულებაში გავიდა, თუმცა იქამდე ჟურნალისტებს აქტუალურ თემებზე ესაუბრა.
ტრიუმფული სეზონი
ცუდად დაწყებული სეზონის შემდეგ, ტრიუმფალურ დასასრულს სულ სხვა გემო ჰქონდა. ბედნიერი ვარ, რომ ჩემპიონთა ლიგა
ჩვენი მიზანი ჩემპიონთა ლიგაზე გამარჯვებაა და ამისთვის ყველაფერს გავაკეთებთ. ვფიქრობ, "იუვენტუსი" "ბაიერნის", "რეალის" და "ბარსელონას" დონის გუნდია და ეს ბოლო ორ სეზონში უკვე დავამტკიცეთ. კიდევ უფრო უნდა გავძლიერდეთ, რაც ჩვენ შანსებს გაზრდის. ჩემპიონთა ლიგა ისეთი ტურნირია, სადაც რთულია მიზნების დასახვა, რადგან ერთმა შეცდომამ შეიძლება არა თუ მატჩის, ტურნირის ბედი გადაწყვიტოს. ჩვენ გვაქვს ძალა, რომ მოვიგოთ ლიგა, დაარჩენს კი დრო გვიჩვენებს. ერთი ცხადია, "იუვენტუსი" მომწიფდა იმისთვის, რომ ევროპის უპრესტიჟულეს საკლუბო ტურნირზე გაიმარჯვოს.ტრანსფერები
არიან ფეხბურთელები, რომლებსაც "იუვენტუსის" გაძლიერება შეუძლიათ და ჩვენ ვეცდებით მათ გადაბირებას. გვარების დასახელებისგან თავს შევიკავებ, თუმცა იმას გეტყვით, რომ 4-5 ფეხბურთელი უკვე მონიშნულია. მიუხედავად იმისა, რომ კარგად დაბალანსებლი გუნდი გვყავს, გაძლიერება არც ერთ რგოლს არ აწყენდა. მირალემ პიანიჩი? - შესანიშნავი ნახევარმცველია და ნამდვილად წაადგებოდა "იუვენტუსს". იგივე შემიძლია ვთქვა ედინსონ კავანიზე, რომელსაც თანამედროვეობის ერთ-ერთ საუკეთესო ფორვარდად მივიჩნევ. რაც შეეხება ალვარო მორატას, მისი ბედი "რეალის" და თავად ფეხბურთელის ხელშია. ვფიქრობ, რომ ალვაროსთვის უკეთესია თუ დარჩება და კარიერას ჩვენთან გააგრძელებს. მოკლედ, ტურინში დარჩენას ვურჩევ და არა იმიტომ, რომ "იუვეს" მწვრთნელი ვარ, ეს მისთვისაც კარგი იქნება. დანარჩენს დრო გვიჩვენებს და დაველოდოთ მოვლენათა განვითარებას.
იტალიის ნაკრები
იტალიაში ბევრს საუბრობენ იმაზე თუ რა ძლიერი შემადგენლობა ჰყავთ გერმანიას, ესპანეთს, საფრანგეთსა და ბელგიას. ვფიქრობ, ეს ჩვენთვის ნაკლებად საინტერესო უნდა იყოს, რადგან ფეხბურთი გუნდური თამაშია და სჯობს, საკუთარ ნაკრებზე გავამახვილოთ ყურადღება. იტალია მსოფლიოს 4-გზის ჩემპიონია, თუმცა ფავორიტთა შორის იშვიათად გვასახელებენ. მივხედოთ საკუთარ თავს და შევეშვათ კონკურენტებს - ვფიქრობ, იტალიას შეუძლია ევროპის გაოცება.ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"