"სკუადრა აძურა" ევროპის ჩემპიონატისთვის ემზადება და ბუნებრივია, რომ ყურადღების ცენტრშია მოქცეული, თუმცა ტავეკიომ სერია A-ზეც საინტერესო სიახლე გვამცნო...
კლუბის აღზრდილები განაცხადში
სერია A-ს გასული გათამაშება დადებითად უნდა შევაფასოთ, რადგან გულშემატკივრებმა საინტერესო და დაძაბული ბატალიები იხილეს, ორგანიზების მხრივ კი, ყველაფერი რიგზე იყო. მცირედით მოიმატა გულშემატკივართა რაოდენობამ და ესეც კარგია.მომდევნო სეზონიდან ერთი სიახლე ინერგება, რომლის მიხედვითაც, კლუბები ვალდებულნი იქნებიან, რომ მატჩის განაცხადში 4 ისეთი ფეხბურთელი შეიყვანონ, რომლებსაც მინიმუმ 3 წელი
ამ ნაბიჯით, ჩვენ მეტ გასაქანს მივცემთ ადგილობრივ ფეხბურთელებს და ეს დაბალი დონის ლეგიონერების ჩამოყვანის ერთგვარი პრევენცია იქნება. აქვე დავაზუსტებ, რომ ადგილობრივი, ანუ კლუბის აკადემიაში აღზრდილი ფეხბურთელი შესაძლოა, უცხოელიც იყოს.
ევროპის ჩემპიონატი
კოვერჩიანოს საწვრთნელ ბაზაზე ყველა პირობაა იმისთვის, რომ გუნდი ევროპის ჩემპიონატისთვის იდეალურად მოემზადოს. ამიტომ ჩვენ უარი ვთქვით უცხოური შეკრების მოწყობაზე, როგორც ამას სხვა არაერთი ფედერაცია აკეთებს. მწვრთნელი და ფეხბურთელები მოტივირებულნი არიან და მჯერა, რომ ამ ნაკრებს დიდი მიზნის მიღწევა შეუძლია.შესაძლოა, ანტონიო კონტეს არ ჰყავს ალესანდრო დელ პიეროს და ფრანჩესკო ტოტის დონის ფეხბურთელები, მაგრამ ხშირად გმირები ხდებიან ისინი, ვისგანაც ეს ნაკლებად მოსალოდნელია.
გავიხსენოთ პაოლო როსი ან ტოტო სკილაჩი - მათ დაწერეს იტალიური ფეხბურთის ისტორია და მჯერა, რომ ასეთი გმირები ამ ნაკრებშიც არიან.
ახალი მწვრთნელი
იტალიის ნაკრების მომავალი მწვრთნელის ვინაობა 7 ივნისს გახდება ცნობილი, რადგან ამ დღეს ფედერკალჩოს საგანგებო სხდომაა დაგეგმილი. სწორედ ამ შეკრებაზე მივიღებთ საბოლოო გადაწყვეტილებას და შემდეგ საზოგადოებას ვამცნობთ. არჩევანის გაკეთება რამდენიმე კანდიდატს შორის გვიწევს, თუმცა მათი გვარების დასახელებისგან თავს შევიკავებ. 7 ივნისი მალე მოვა და "სკუადრა აძურას" მომავალი მწვრთნელის ვინაობას ყველა ერთად შევიტყობთ.რატომ გადავწყვიტეთ, რომ ახალი მწვრთნელი ევროპის ჩემპიონატის დაწყებამდე დავასახელოთ? - ვფიქრობ, "აძურას" ახალმა დამრიგებელმა ევროპის ჩემპიონატს ყურადღებით უნდა მიადევნოს თვალი და ნაკრებზე დეტალური ინფორმაცია მიიღოს. მსოფლიოს შესარჩევ ეტაპზე რთულ ჯგუფში ვართ და მას ყოველმხრივ მომზადებულნი უნდა შევხვდეთ.
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"