ნანატრი კონტრაქტი - ტოტი "რომაში" კიდევ ერთი წლით რჩება

AutoSharing Option
"რომამ" გუნდის კაპიტანთან ფრანჩესკო ტოტისთან ახალი კონტრაქტის გაფორმების შესახებ გამოაცხადა, რომელიც ერთ წელზეა გათვილი.

40 წლის ტოტისთვის 2016/17 წლების სეზონი "რომაში" 25-ე და ბოლო იქნება კარიერაში.

ტოტი კლუბის სისტემაში 1989 წელს 12 წლისას აღმოჩნდა, ხოლო პირველი გოლი ძირითადში 1993 წელს გაიტანა.

"მართლა ძალიან მინდოდა ამ კონტრაქტის მიღება. ჩემი ოცნება ასრულდა - ყოველთვის მინდოდა კარიერა ერთი გუნდის მაისურით გამეტარებინა, "რომას" მაისურით", - თქვა ტოტიმ.

ტოტიმ "რომას" რიგებში ჩატარებულ 758 მატჩი 304 გოლი გაიტანა.
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული