მირალემ პიანიჩი ტურინის "იუვენტუსში" ითამაშებს

AutoSharing Option
თუ "გაძეტა დელო სპორტს" დავუჯერებთ, გადაწყვეტილი ამბავია, რომ მირალემ პიანიჩი "იუვენტუსში" გააგრძელებს კარიერას.

26 წლის ნახევარმცველის სატრანსფერო ფასი 38 მილიონი ევრო იყო, თუმცა ტურინელებმა "რომას" მესვეურებთან ვაჭრობა გამართეს და 32 მილიონ ევროზე დაითანხმეს.

შეგახსენებთ, რომ პიანიჩი დედაქალაქურ გუნდში 2011 წლიდან თამაშობდა. ამ პერიოდში 159 მატჩი გამართა და 27 გოლი გაიტანა.

ამასობაში, სულ უფრო აქტიურად საუბრობენ მატეო დარმიანის "იუვენტუსში" შესაძლო გადაბარგების შესახებ. ინგლისურ პრესაში დაიწერა, რომ "მანჩესტერ იუნაიტედის" 26 წლის მცველი ჟოზე მოურინიოს გეგმებში ვერ ჯდება და პორტუგალიელი მისი გაშვების მომხრეა.

სწორედ ამან მისცა ბიძგი "იუვენტუსს" და დიდი შანსია, რომ ტრანსფერი შედგეს. აქვე ვთქვათ, რომ ერთი წლის წინათ "იუნაიტედმა" დარმიანი "ტორინოდან" 13.5 მილიონ გირვანქად გადაიბირა.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული