აღსანიშნავია, რომ იბრაჰიმოვიჩს "რომაში" გადასვლა თავისუფალი აგენტის სტატუსით შეუძლია. შვედმა ფრანგული "პარი სენ-ჟერმენი", კონტრაქტის ვადის ამოწურვის შემდეგ, ამ ზაფხულს დატოვა.
თავდამსხმელს სერია A-ში თამაშის მდიდარი გამოცდილება აქვს - სხვადასხვა დროს "იუვენტუსის", "ინტერისა" და "მილანის" ღირსებას იცავდა.
მანამდე ვრცელდებოდა ცნობა, რომლის თანახმად იბრაჰიმოვიჩი პსჟ-ის დატოვების შემდეგ, დიდი ალბათობით, კარიერას "მანჩესტერ იუნაიტედში" გააგრძელებს.