29 წლის ფეხბურთელმა ბოლო სეზონი "ვესტ ჰემში" გაატარა, 30 შეხვედრაში მიიღო მონაწილეობა და 9 გოლი გაიტანა. თუმცა, პაიე ყურადღების ცენტრში ევროპის ჩემპიონატზე ბრწყინვალე ასპარეზობით მოექცა და მის მიმართ ინტერესიც სწორედ ამ ზაფხულს გაიზარდა.
"გაძეტა დელო სპორტის" ინფორმაციით, მილანელები მზად არიან, რომ დიმიტრის სანაცვლოდ, ინგლისურ კლუბს 38 მილიონი ევრო გადაუხადონ.
თავად ფეხბურთელმა მოკლე კომენტარი გააკეთა და განაცხადა, რომ "ინტერის" ყურადღება მისთვის სასიამოვნოა,
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"